ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 აგვისტო, 2018


კაცი, ქართული სახით...

მეხუთე დღეა, როგორც კი ეზოში შევალ, ვხედავ, პატარა სკამზე ზის, მარცხენა მხარეს
გაყვითლებული  ფურცლები ყრია, მარჯვენა მხარეს  "ჯეშტის" კოლოფში ცეცხლი უნთია...
ჯერ წაიკითხავს ფურცელს, მერე ჩააგდებს ცეცხლში და...ცეცხლს ატანს მთელ  თავის მოგონებას...
ფოსტლებში სასაცილოდ უჩანს გამხდარი და ჩამომჭკნარი ფეხები.
თმა კი თეთრი აქვს, უფრო ყვითელი, მხრებამდე წვდება...
არქიტექტორი ყოფილაო, ასე ამბობენ.
ალბათ იქნება ოთხმოცამდე...სავარაუდოდ...
ჰოდა, ოთხმოცი წლის გაყვითლებული ფურცლების წითელ ალს ვგრძნობ მთელი კვირაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები