ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2018


მოდი

მოდი.
უბრალოდ მოდი.
მალაპარაკე შენთან ჩემს შიშებზე.
მალაპარაკე და გაიგებ
რას ნიშნავს, როცა
მიდიხარ, მიდიხარ
და ყველაფერს თანდათან ითრევ.
უბრალოდ მოდი.
აღარ ჰგავდეს ეს დაბრუნებას.
გპირდები,
ის კი არა,
დედას ვფიცავარ,
ერთხელაც კი აღარ გთხოვ,
რომ სულ ჩემთან დარჩე.
მოდი.
რამდენი რამე მაქვს სათქმელი,
ყელში ბურთივით გამეჩხირა ეს დედამიწაც.
ისე მინდა, რომ შენს თვალებზე გელაპარაკო,
და გითხრა, თუ რას ვხედავ თვალების მიღმა.
მოდი.
თორემ იმდენად შევეჩვიე მარტოობას,
რომ საკუთარ თავთან მონოლოგებს
ვმართავ და ვმართავ.
მოდი, რაა.
აღარ გთხოვ, რომ სულ ჩემთან დარჩე,
უბრალოდ მოდი,
მაპოვნინე მცირედი შვება.
მოდი.
თუ არა გუშინ, თუ არა დღეს,
ხვალ მაინც მოდი,
თორემ იმდენჯერ მოვახერხე თავის დაკარგვა
და ყოველდღე ჯიუტად რომ
მაინც ვპოულობ,
დამეფიცება, დამეფიცება,
ვინც ვიპოვე სულაც არა მგავს.
მოდი.
ყოველ ღამე ეს სიზმრები მაინც არ მყოფნის,
არ მყოფნის ფიქრი
გამუდმებით ნერვებს მაწყვიტავს,
და უმოწყალოდ გეხვეწები,
მოდი რა,
ერთხელ!
ახლა მგონია,
რომ ყველაფრის წამალი შენ ხარ.
მოდი
და გეტყვი,
რომც აღარ ვთქვა, სიტყვა არ დავძრა,
იგრძნობ რას ნიშნავს,
შეიძულო სამყარო, რადგან
გინდა,
ძალიან, ძალიან
და გვერდით არა გყავს.
მოდი!
აღარ გთხოვ,
რომ სულ ჩემთან დარჩე. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები