ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2018


ზღვაა არასანდობი

ზღვა ყოველთვის ჩუმია,
ვერ გაუგებ რამდენს;
მაშინაც კი, როდესაც
ტალღებს ღელვით არწევს.
ზღვაა არასანდობი,
სიცოცხლის ან კვდომის,
ვერ გაუგებ რა უნდა
წუთი თუ აქვს წყრომის.




& ____________________________________________ &




უცნაური ღამეა, უცნაური ხედვით,
თითქოს ზღვაა უტალღოდ და ტალღის ხმა მესმის;
დაუცხრომელ ფიქრების ამეკიდა რემა,
სარკეს ვუცქერ თვალებში,
ანარეკლი მე ვარ!
მე და ღამე რამდენჯერ
ალიონებს შევხვდით,
შენ სამზეო სხივები ვერ შექმენი ჩვენთვის...
უცნაური ღამეა, უცნაური ხედვით;
ყველა სიტყვა თითქოს და ,-
მდუმარებით მესმის.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები