ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2018


ჰგავდეს

ვწეროთ, ვეძიოთ თბილი სიტყვები,
ლექსი ხომ ჩვენი საფიქრალია,
შემოგვეპარა მასზე ფიქრები
და არ გვასვენებს ჩვენ რახანია.
ვეძიოთ კონა მზისფერ სიტყვათა,
სულს გრიგალები მოასკდეს ოდეს,
ამოვიმღეროთ ლექსი იმგვარად,
ლაღ ფრინველივით ის მიმოქროდეს.
მოჰგავდეს იგი გიჟმაჟ მდინარეს,
ქვებს რომ ეხლება ქაფიან ტალღით,
ასე მშფოთვარეს, მოუთმინარეს
რომ ვერაფერი დააცხრობს, დაღლის.
მას მიუწვდომელს ქრონი ვერ ხრავდეს
ავდრით ნაძენძი გული რომ ყვირის,
ციხეს მტერთაგან მიუვალს ჰგავდეს,
ბღავილს - - - რქებგაშლილ ლამაზ ხარირმის.
ჰგავდეს მეომარს ელვად ანთებულს,
სისხლმოწყურებულ ხმალით რომ მიქრის,
ან ზვავს - - - მთებიდან მძლავრად დაშვებულს,
ვერ შეელევა რომელსაც ფიქრი.

ჰგავდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები