ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2018


...და როცა აღარ ვიქნებით

რამდენ დღეს ფერი ვუცვალე,
რამდენი ღამე ვათიე -
ვერც სევდა, ვერც სიხარული
ლექსებში ვერ ჩავატიე.

არ მეყო წუთისოფელი,
ბევრსაც ვერაფერს დაგპირდი,
ღიმილის მზე ვინ დაჩრდილოს?..
სულს ვინ უპოვოს ნაპირი?...

შენს გულის ძგერას ვუსმენდი,
ჩემსას უხმობდა სენიანს,
მსგავსი სიცოცხლის სიმღერა
სხვაგან არც მომისმენია.

წლები  უკვალოდ ქრებიან,
თმებს ადნებიან ფიფქებად
და როცა აღარ ვიქნებით
ეს სიყვარული იქნება.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები