ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 სექტემბერი, 2018


მე - პროვოკატორი!

აი, მოვიდა სექტემბერიც!
გასულა  ცხელი აგვისტო,
ჟამი ჩემი ,,თვის მორიგე პროვოკატორობისა” ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკზე”
ახლა სხვისი ჯერია და იმედი მაქვს,  იგი არც ჩემთვის დაინანებს რაიმე პროვოკაციულ კომენტარებს.
სხვებსაც გთხოვთ, ნუ დაიზარებთ ორიოდე, თუნდაც  საეჭვო შენიშვნის გამოთქმას ჩემს დადებულ ტექსტებზე.
მე კი ჩემი მხრით, ბოდიშს ვუხდი ყველას და თითოეულ თქვენთანს ჩემი, ცოტა არ იყოს, ფამილიარულად შეფერილი გამოხმაურებებისთვის, რაც ჩემთვის, ჩვეულებრივ, დამახასიათებელი ნაკლებადაა, რადგან ვირტუალში და პირად ურთიერთობებშიც, როცა საქმე ლიტერატურას ეხება, დისტანცირებისა და აკადემიზმის მომხრე ვარ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ,ჟანრის სპეციფიკიდან” გამომდინარე,  რაკი პროვოკატორობა ვითავე, მეპატიოს.
ეს ერთი თვე ჩემი თავისებური,  ,,შრომითი” საჩუქარი იყო ყველაზე დღეგრძელი ლიტერატურული საიტის -  ,,ურაკპარაკისადმი”, რომელიც ათი წლისა შესრულდა და რომლის ,,უხუცესი” წევრიც გახლავართ, დაარსების დღიდან.
საიტის ადმინისტრაციას კი უმორჩილესად ვთხოვ, არ გამომაპაროს, თუ რაიმე სახით აპირებს ამ თარიღის აღნიშვნას და კვლავ მიგულოს თავის სამსახურში, ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები