ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2018


საძულველი თოვლი (III)

 

მიდიოდა ტრაქტორის მიერ დილით განაკვალავ გზაზე და თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები.
მას შემდეგ, რაც ლაშას ავადმყოფობა გამოვლინდა და სახლში თვეობით ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო უწევდა დარჩენა, ნაზი ძალიან გულჩვილი გახდა. არც და-ძმას, არც მეგობრებს არ უმხელდა, რა რთული გახდა მისთვის ცხოვრება.  გულში იხშობდა დარდს და ყველას ძველებურად მხიარული ეჩვენებოდა. ბავშვებს რომ დააძინებდა და ქანცგამოლეული თვითონაც დაწვებოდა, მისი ბალიში ცრემლით ინამებოდა. ღამით ბავშვების მიერ რამდენჯერმე ძილდამფრთხალი, დილით მზის პირველ სხივზე დგებოდა. მანამ უნდა მოესწრო ძროხის მოწველა და საბალახოდ გაშვება, სანამ ბავშვები გაიღვიძებდნენ. მერე ბოსლიდან სირბილით გაიქცეოდა სახლში, ბავშვებს დახედავდა, ისევ სირბილით ბრუნდებოდა დამხმარე ნაგებობებისკენ და ახლა ქათმებს და ღორს დააპურებდა. თუ ამ დროს თათია გაიღვიძებდა მთელი ხმით ტირილს იწყებდა. მიირბენდა, ჩააცმევდა და ბოსლის შორიახლოს დააყენებდა, ისე, რომ დედა თვალთახედვის არეში ჰყოლოდა. თუ - არა ისევ მთელი ხმით ღრიალებდა.  ლილიც რომ გაიღვიძებდა, მერე ყველაფერი გაცილებით რთულდებოდა.  ის ძალიან ცელქი იყო და სულ თვალ-ყური უნდა ედევნებია. შემოდგომაზე კინაღამ დაეწვა ბავშვი: ეზოში ფოთლები მოაგროვა და ცეცხლი წაუკიდა. კოცონი რომ მინელდა, ბავშვები სახლში შეიყვანა შუადღის ძილისთვის. თვითონაც თათიას გვერდით მიწოლილს ჩაეძინა. ლალიმ დრო იხელთა და ეზოში გაიპრა. ( ცეცხლი ძალიან ლამაზი ეჩვენა და ახლოდან ნახვა მოუნდა). ხმელი ჯოხით ცეცხლის ჩხრეკა დაიწყო. გაუთამამდა, ახლოს მიუცუცქდა ჩანავლების პირას მყოფ კოცონს. ნაზიმ რომ გამოიღვიძა და ეზოში სირბილით გავარდა, სწორედ მაშინ მოედიო კაბის კალთაზე ლალის ცეცხლი. კიდევ კარგი, მიუსწრო და ადვილად მოახერხა ჩაქრობა.

ახლაც, ამ საშინელ თოვაშიც იმიტომ მუდის მეზობელთან და მეგობართან, რომ ეშინია. ისე თოვს, გეგონება თოვლი ყველაფერს შთანთქავს.
ეზიზღება თოვლი.
დილით მკლავები დააწყდა, სანამ ბოსელთან მისასვლელ ბილიკსს გაკვალავდა. რა მოხდებოდა, გუშინაც დარჩენილიყო ლადო. ახლა სახლშიც მაქვს შეშა მოსამარეგებელიო, მარიამიც ცოდოაო. მარიამს არაფერს გაუჭირვებდნენ. მათ ხომ ოთხი მხრიდან ბიძაშვილები ესაზღვრებათ.
კვირამდე რომ არ გადაიდაროს? ავტობუსების მოძრაობა რომ არ აღდგეს? ლაშას სანახავად როგორ წავა?! ექიმმა უთხრა: ამ დღეს დილიდან ფანჯარასთან დგას და გზას გამოჰყურებსო.

დროის აღქმა დაკარგა. ეგონა ერთი საათი მოანდომა გზის გავლას. მეზობელი, რომელათანაც ყველაზე მეტად დაახლოვდა გათხოვების  მერე, 200 მეტრის დაშორებით ცხოვრობდა.
მივიდნენ ხელ-ფეხგაყინულები. მასპინძლებმა ღუმელში ხმელი შეშა შეამატეს და ირგვივ შემოუსხეს შეციებული სტუმრები.
- სანამ თოვა არ შეწყდება, არსად გაგიშვებთ. დილაობით მე გადავალ და საქონელს მიგიხედავ. - უთხრა მეგობრის ქმარმა.

მეორე დღეს ლადო ჩამოვიდა. რადგან ავტობუსები ვერ მოძრაობდნენ, რაიონულ ცენტრამდე მეზობელს გამოყოლოდა რომელსაც ძველი "კოლხოზნიკი" ჰყავდა. დის სოფლამდე კი 15 კილომეტრი ფეხით ევლო.
- რას მოდიოდი ამ წარღვნაში. ჩვენ არაფერი გვიჭირდა. - ხმამაღლა უსაყვედურა, გული კი სიხარულით და იმედით ჰქონდა სავსე. გუშინდელი აპოკალიფსური განწყობისთვის საკუთარ თავს კიცხავდა: "როგორ მჩვევია ხან ყველაფრის გაზვიადება. რა იყო ახლა გუშინ გულგასახეთქი?!"

სამყარო ისაა, რაც ყვითელი "პაზიკიდან"ჩანს - ზოგან გორაკებზე შეფენილი ოდა-სახლები, დიდი და ყვავილებით გაწყობილი ეზოებით, ზოგან ხრამებში ეშვება სამყარო. ხრამებს იქით კი დედამიწა მთავრდება და ცის სივრცეში გადასავარდნია...  და მთელი სამყარო გზის გასწვრივაა განლაგებული.

ისინი საავადმყოფოს შესახვევთან ჩამოდიან. ავტობუსი კი მოსახვევში უჩინარდება. ალბათ იქითაც გრძელდება სამყარო, მაგრამ ლალის ახლა არ უნდა მასზე ფიქრი. ახლა ერთი სული აქვს, მამას როდის ნახავს. ლალი დედასა და დეიდას შორის მიდის, მათზე ხელებჩაჭიდებული. უზარმაზარ ჭიშკარში შედიან. დიდი და ლამაზი ეზო აქვს საავადმყოფოს. ეზოში  ორი ცარიელი მრგვალი აუზია. აუზებს ირგვლივ ხის გრძელი სკამები დგას. ორზე, ერთმანეთის მოშორებით ვიღაც კაცები სხედან. ერთი ხელებით უცნაურ  და ლალისთვის საინტერესო მოძრაობას ასრულებს. მეორე - ვიღაც უჩინარს ხმამაღლა ესაუბრება.

ლალის დანახვისას მეორე იღიმება და ბავშვს ხელით თავისკენ უხმობს. ლალი ქალებს ხელიდან უსხლტება და გარბის. იქნებ ამოხსნას, ვის ელაპარაკება ეს ბიძია. კაცი ნაზად უსვამს თავზე ხელს, სახელს და ასაკს ეკითხება. მათი კომუნიკაცია ამით მთავრდება, რადგან დედა და დეიდა შეშინებული სახეებით უახლოვდებათ და ლალი მიყავთ.
- ძალიან შემეშინდა, რამე არ ევნო ბავშვისთვის.  - თითქმის ერთხმად ეუბნებიან ერთმანეთს.

ექიმი მამას ეძახის, მამა დერეფნის ბოლოდან მოდის და დიდხანს, დიდხანს იხუტებს ლალის. მან ისეთი თბილი ჩახუტება იცის... საერთოდაც, მამა ძალიან თბილი და საყვარელია. დედა სულ ეჩხუბება ლალის, როცა რამეს აფუჭბს, ან, როცა თათიას ატირებს. ამას წინათ,  მარიამ დეიდას ნაჩუქარი სათამაშო როიალი ჩაქუჩით რომ გატეხა, ( ხომ უნდა ენახა, რა "იძახდა" იქიდან!) დედა გაუბრაზდა და უთხრა, რომ  სათამაშოებს აღარავინ აჩუქებდა.
მამა ასეთ რამეზე არ ეჩხუბება. სწორედ ის უყვარს ლალის დედაზე, ნაყინზე და კანფეტზე მეტად...

ეზოში გადიან და თავისუფალ სკამზე სხდებიან.
მამას ისეთი სევდიანი თვალები აქვს, რომ ლალის გული მოუსვენრად უცემს. ასეთი თვალები აქვთ ბაღში ბავშვებს, სანამ ტირილს დაიწყებენ. ახსენდება უფროსების საუბრიდან როგორ გაიგონა, რომ მამას პირსახოცით თავის ჩამოხრჩობა დაუპირებია. უნდოდა ეკითხა მისთვის, რატომ აკეთებდა ამას, უნდოდა ეთხოვა, რომ ეს აღარ გაემეორებინა, რომ, ამით ლალის გულს ატკენდა, მაგრამ სიტყვების მარაგი არ ეყო.

იშვიათად, ძალიან იშვიათად იყო ისეთი წუთები, როცა ნაზი სასოწარკვეთას დანებდებოდა. ძირითადად მომავალზე ოცნებით და საქმით ირთობდა თავს. მუდამ ეზოში ფუსფუსებდა, მცენარეებს რგავდა, ჩაის კერძო პლნტაციას უვლიდა.
რაც ლალი სკოლაში შეიყვანა და მასწავლებლები მის ნიჭს უქებდნენ, ნაზის ცხოვრებას ახალი სტიმული მიეცა. ოცნებობდა, როგორ დაამთავრებინებდა შვილს უმაღლეს სასწავლებელს, როგორ გაიხარებდა, როცა მას თანამდებობის პირად იხილავდა. თვითონ მთელი ბავშვობა, 10 წლიდან მოყოლებული ჩაის კრეფაში გაეტარებინა. მწარედ ახსოვს ის დღეები. ერთი სული ჰქონდა თანატოლებთან სათამაშოდ გაქცეულიყო, მაგრამ დედა ებრალებოდა. თუ საკმარის შრომადღეეს ვერ დააგროვებდა, კოლექტივისგან ვერაფერს მიიღებდა. ისედაც წელში წყვეტდა ოჯახს ომის დროს საბჭოთა ჯარის გამოსაკვებად სავალდებულო ბეგარა - თვეში 20 კილო ყველი და 60 ცალი კვერცხი. სხვა პროდუქტებიც მიქონდა მთავრობას, მაგრამ ნაზის ამ ორის მუდმივი დეფიციტი მწარედ ახსოვს იმ წლებიდან. მას სწავლისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა. ამ გამოცდილებიდა გამომდინარე შვილები,  მხოლოდ გონებრივი შრომისთვის ემეტებოდა. იმიტომდა წელზე ფეხს რომ მის შვილებს რძე, კვერცხი და სხვა რამ არ მოკლებოდათ და მომავალში სწავლაში ხელი არ შეშლოდათ. მუდამ შრომობდა, მუდამ რაღაც გეგმას ისახავდა. ლაშას გამოჯანმრთელებასაც პირდებოდა ექიმი... და ნაზის ძალიან უნდოდა ბიჭი გაეჩინა.

ხან მკერდქვეშ წამოზრდილი ჯირკვალი შეახსენებდა თავს.  "უნდა მივიდე ექიმთნ"- გაიფიქრებდა და ტკივილის გადავლისთანავე საქმე და საზრუნავი ამ გადაწყვეტილებას ავიწყებდა.
ერთხელაც თათია გაუცივდა. ვერა და ვერ დაუგდო სიცხე და სოფლის ექიმთან მიიყვანა. იქ ყოფნისასაც გაწიწკნა ძუძუზე ტკივილმა. "ბარემ აქა ვარ, ვკითხავ ეს კირკვალი საშიში ხომ არ არის".
არ მოეწონა ის გამომეტყველება, რაც ექიმს სინჯვისას დაეტყო სახეზე, მაგრამ მან გაიღიმა და უთხრა:
- საშიში არაფერია, მაგრამ როდესმე შესაძლებელია სიმსივნედ გადაგექცეს. ჯობია დროზე მოიშორო.

ეს დასასრულის დასაწყისი იყო. პირველივე ოპერაციის შემდეგ დამძიმდა, უკან და უკან წავიდა მისი ჯანმრთელობა. სანამ ფეხზე იდგა, იმედი კიდევ ლქონდა. ერთ წელიწადში - მესამე ოპერაციის შემდეგ ლოგინად ჩავარდა.  ლადომ და მარიამმა თავიანთ სოფელში გადააბარგეს და და დისშილები. 

მესამე წელია ლოგინის ტყვეა. მესამე წელია სიკვდილს უფრთხის და უხმობს. უხმობს - როცა გაუსაძლისი ტკივილი შემოუტევს.
-მომკალი! - ეხვეწება მარიამს- მომკალი! შენც დაისვენებ და მეც.
ადრე მორფინი უყუჩებდა ტკივილს. ახლა ისიც მცირე შეღავათს აძლევს. ოთხი თვეა სასწრაფომ მათთან სიარული შეწყვიტა. ასე უთქვამთ, აროსოდეს მომხდარა, რომ ამდენი ხანი ყოველდღიურად გვევლო პაციენთთან მორფინითო. (იმათაც კი მოაბეზრა თავი.) შეთანხმდნენ, რომ, ამიერიდან ლადო ყოველდღე ჩავიდოდა ქალაქში და ჩამოიტანდა თითო ამპულას.

ამას წინათ, სახეზე დალურჯებებით მოვიდა სახლში ლადო. დავეციო, უთხრა ნაზის, მაგრამ ნაზიმ მარიამი გამოტეხა. ნარკომანები მივარდნიან ლადოს, სამსახურში (ჩაის მიმღებ პუნქტში), სადაც საღამომდე მალავდა ამულას. სამ კაცს უცემია გამოსატეხად. მოკლავდნენ, ალბათ მეჩაიეები და ტრაქტორი რომ არ მისულიყვნენო. შეშფოთებული უყვებოდა მარიამი.

რმოადგენდა. ლადო შიშობდა, რომ ამ ხნის მანძილზე ნარკომანებში გაჟონავდა ამ ამპულის ამბავი და ფარდულის ფიცრებს შორის მალავდა მას.
მორფინი ჩამოიტანა, დამალა და მეჩაიეების და ჩაიის ტომრებით დატვიეთული ტრაქტორის მოსვლამდე გუშინდელი საბუთების მოწესრიგება

მესამე წელია სიკვდილს უხმოს და უფრთხის. უხმობს, - როცა ტკივილი მთელ სხეულს უხრავს, სწორედ ისე, როგორც ამას წინათ სამედიცინო გადაცემაში აჩვენეს. იქ, გადაცემაში თქვეს, რომ მალე გამიოგონებენ კიბოს დასამარცხებელ წამალს. მალე, მაგრამ, თვითონ ამას ვერ მოესწრება.

როცა ტივილი გაუსაძლისი ხდება თავს ვეღარ ერევა და ხმამაღლა, მოთქმით დასტირის თავის გაუბედურებულ ცხოვრებას: დაობლებულ შვილებს, უპატრონოდ დარჩენილ ქმარს და სახლ-კარს, მის გამო გაუთხოვრად დარჩენილ დას...
 
როცა მორფინი ტკივილს გასაძლებს ხდის სიკდილზე ფიქრობს, სიკვდილზე, რომლისაც ძალიან ეშინია. არ შეუძლია იმის დაჯერება, რომ მიწა შეჭამს და გაქრება, აღარსად აღარ იქნება. ეკლესიები კი დაანგრიეს, მაგრამ მოხუცები სახლში ხშირად ანთებენ სანთელს. შეუძლებელია ღმერთი და საიქიო ცხოვრება არ არსებობდეს, შეუძლებელია! ღმერთო, თუ სადმე არსებობ, ზამთარში ნუ მისცემ სიკვდილს ნაზის. თოვლის ეშინია. მკერდზე თოვლის სიმძიმეს ვერ აიტანს. სძულს თოვლი.
  და-ძმას უბარებს, რომ საფლავში შვილების ფოტოები ჩააყოლონ. როცა ისინი მოენატრება ფოტოსურათს მიეფერება.
- არ შეიძლება, ეგ ცუდი ნიშანია, საბძნილოა. - ეუბნებიან მოხუცი ნათესავები.
- მაშინ თოჯინა მაინც ჩამაყოლეთ - გულდაწყვეტილი ხმით ითხოვს.
-ეგეც ცუდი ნიშანია.
-საფლავზე მაინც დამისვით თოჯინა.
ამაზე თანხმდებიან.

ნაზი 4 ივნისს გარდაიცვალა.

იმ ზამთარს ერთი ფიფქიც არ ჩამოვარდნილა ციდან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები