ნინო დარბაისელი
ბებურა - - - - ,,მზიურ, ზღვიურ სამშობლოში შეგეწიოთ ერთი და მონატრებულ სალამს გიძღვნით შორი ჩრდილოეთიდან.
დედი, მამი, ეს წერილი, იწერება კარნახით, ვიცი, გული გაგელიათ მონატრებით, არნახვით. ჰოსპიტალი, სანიტარი, - ხელში - მოკლე ფანქარი, და ფურცელი, მზეც - ფანჯრიდან - აი, ჩემი ამქარი. თავქვეშ თეთრი ბალიში მაქვს, მაღლა მიდევს კისერი. დღეში სამჯერ - კარგი კვება, პური გვაქვს და კისელი. იალტა და თეირანი, რუზველტი და ჩერჩილი... მტერს საფლავზე დასტიროდეს დედა - თმაგაჩეჩილი! მთავარია გავიმარჯვოთ, კარგად გვყავდეს სტალინი, ვის ადარდებს განსაცდელი, ჩვენი გადატანილი. გენერალში არ გაცვალა შვილი, მართლა კაცია, მე - რა? ვეღარ ამეტანა ფეხის ამპუტაცია? ეშელონი რომ წამოვა, შენც შინ გაგაყოლებსო, სადგურიდან - სოფლისკენაც ჩვენ გიპოვით მძღოლებსო. აღარ დამიდარდიანდეთ, კიდევ ცოტაც მოიცათ, ხედავთ? - შვილი კარგადა გყავთ, გულს იმედი მოიცა.
პასუხს ველი, სასურველი მეტი რა დამრჩენია. მტერს ბუნაგში ამოვბუგავთ, გამარჯვება - ჩვენია!”
მინაწერი ირიბად, ბატიფეხურით:
,,თავს მევლება ჩვენებური სანიტარი - ლილია. ლამაზია, მაგრამ, რა ვქნა, უკვე გათხოვილია.”
ეს - სამკუთხა ბარათია. მამის ბიძამ, ბებურამ ფრონტიდან რომ გამოგზავნა. მახსოვს ჩემუნებურად, ვარა ბაბოს სიკვდილამდე შავი ეცვა, ებურა. ფოტო შეგვრჩა , ბებურა კი - აღარ დაბრუნებულა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. კარგი იყო...ცოცხალი ემოციები მომიტანა...ჯერ ხალისიანი და ბოლოს ღრმა სევდიანი...5 კარგი იყო...ცოცხალი ემოციები მომიტანა...ჯერ ხალისიანი და ბოლოს ღრმა სევდიანი...5
13. ძალიან, ძალიან მომეწონა კომეტარებიანად. ძალიან, ძალიან მომეწონა კომეტარებიანად.
12. 5!
მოგიკითხეთ აქვე. 5!
მოგიკითხეთ აქვე.
11. მადლობა , ჩემო კარგებო! ნიკი, გამახარა თქვენმა კომენტარმა. რა მახვილად შენიშნეთ ზმნა,, მოიცა” ( მან ის - კაცმა გულს იმედი - სათავისოდ ქ ცევის ფორმა)! (ვცადე ახლა ილუსტრაციაში ფაქტის დადება და ვერ გამომივიდა) ეს ბიბლიური ზმნაა. ხშირად გამოიყენება იქ. ამ ზმნის გარეშე ,ფეხზე ვერ დადგებოდა” სხვა მხატვრული ზერხი, რომელიც უფრო დიდ ჩანაფიქრს ,,შევუბოძგინტე”. მე, როგორც ავტორს, მიყვარს , როცა რაიმე ჩანაფიქრი ,, ცალ ფეხზე არ მიდგას” ტექსტში, ყოველთვის რაღაცას ვაშველებ წონასწორობის დასაცავად, , რომ არ იყანყალოს. კერძოდ, დაკვირვებულ მკითხველს გაუჩნდებოდა ასეთი კითხვა: ნუთუ ავტორს კორექტურა გაეპარა ლექსის დასაწყისშივე და ფრაზა ფორმულაში ,, შეგეწიოთ ღმერთი/ შეეწიოს ღმერთი” ასო- ბგერა ,,ღ” გამორჩა? საქმე ისაა, რომ პირველივე ტრივიალურზე ტრივიალური რითმა , რაც სიტყვას ,, ღმერთი” უწყვილდება, არის ,, ერთი”. ლექსით შექმნილ ტოპიკში კი წერილი, რომელსაც, იგულისხმება, რომ იდეოლოგიური ცენზორის თვალი არ ასცდება და ისედაც სხვა იწერს, ხმა მაღლა წარმოითქმება, კომუნისტურ, ათეისტურ იდეოლოგიასთან შეუსაბამო, მაგრამ თავისი ( როგორც ამ ,, ნამიოკიდან “ ჩანს, მორწმუნე ოჯახისთვის გასაგებია კოდს მალავს)
იდეოლოგიური კლიშე-ლოზუნგები კი, ახლა გადათვალიერება მეზარება, როგორც მახსოვს, ექვსი ჩავატიე.
ლამაზია, მაგრამ უკვე გათხოვილი - ეს ერთადერთი მინაწერი ძირითადად ორ მიზანი ემსახურებოდეს: 1. მოსპოს ვინმეს ეჭვის საბაბი ქალი- სანიტარისადმი, რომელიც თავისებურ ფავორიტიზმს ავლენს ,,ზემლიაკისადმი”, თავს ევლება. 2. გარდა ბიბლიური კოდისა, კიდევ ერთი დასტურია მშობლებისთვის, რომ ეს მთლად პოზიტიური, კმაყოფილი, კლიშეებით სავსე წერილი მართლა მათი შვილის გამოგზავნილია. ახლა ვჩქარობ. იმედი მაქვს , ცოტა ხანში განვაგრძობ მადლობა , ჩემო კარგებო! ნიკი, გამახარა თქვენმა კომენტარმა. რა მახვილად შენიშნეთ ზმნა,, მოიცა” ( მან ის - კაცმა გულს იმედი - სათავისოდ ქ ცევის ფორმა)! (ვცადე ახლა ილუსტრაციაში ფაქტის დადება და ვერ გამომივიდა) ეს ბიბლიური ზმნაა. ხშირად გამოიყენება იქ. ამ ზმნის გარეშე ,ფეხზე ვერ დადგებოდა” სხვა მხატვრული ზერხი, რომელიც უფრო დიდ ჩანაფიქრს ,,შევუბოძგინტე”. მე, როგორც ავტორს, მიყვარს , როცა რაიმე ჩანაფიქრი ,, ცალ ფეხზე არ მიდგას” ტექსტში, ყოველთვის რაღაცას ვაშველებ წონასწორობის დასაცავად, , რომ არ იყანყალოს. კერძოდ, დაკვირვებულ მკითხველს გაუჩნდებოდა ასეთი კითხვა: ნუთუ ავტორს კორექტურა გაეპარა ლექსის დასაწყისშივე და ფრაზა ფორმულაში ,, შეგეწიოთ ღმერთი/ შეეწიოს ღმერთი” ასო- ბგერა ,,ღ” გამორჩა? საქმე ისაა, რომ პირველივე ტრივიალურზე ტრივიალური რითმა , რაც სიტყვას ,, ღმერთი” უწყვილდება, არის ,, ერთი”. ლექსით შექმნილ ტოპიკში კი წერილი, რომელსაც, იგულისხმება, რომ იდეოლოგიური ცენზორის თვალი არ ასცდება და ისედაც სხვა იწერს, ხმა მაღლა წარმოითქმება, კომუნისტურ, ათეისტურ იდეოლოგიასთან შეუსაბამო, მაგრამ თავისი ( როგორც ამ ,, ნამიოკიდან “ ჩანს, მორწმუნე ოჯახისთვის გასაგებია კოდს მალავს)
იდეოლოგიური კლიშე-ლოზუნგები კი, ახლა გადათვალიერება მეზარება, როგორც მახსოვს, ექვსი ჩავატიე.
ლამაზია, მაგრამ უკვე გათხოვილი - ეს ერთადერთი მინაწერი ძირითადად ორ მიზანი ემსახურებოდეს: 1. მოსპოს ვინმეს ეჭვის საბაბი ქალი- სანიტარისადმი, რომელიც თავისებურ ფავორიტიზმს ავლენს ,,ზემლიაკისადმი”, თავს ევლება. 2. გარდა ბიბლიური კოდისა, კიდევ ერთი დასტურია მშობლებისთვის, რომ ეს მთლად პოზიტიური, კმაყოფილი, კლიშეებით სავსე წერილი მართლა მათი შვილის გამოგზავნილია. ახლა ვჩქარობ. იმედი მაქვს , ცოტა ხანში განვაგრძობ
10. გულს იმედი მოიცა.
ეს თითქოს მთლად გამართულად ვერ დგას ფეხზე ქალბატონო ნინო
იყო ასეთი დროც და ასეთი წერილებიც ჩემი ფეხი ჯანდაბას, მაგას როგორ ვერ უნდა გაუძლოო ვინ იცის მერე თავის ამპუტირებულ ფეხიანად და ჰოსპიტალიანად რა დაბომბვაში მოყვა საწყალი
ყველა ომი არის დანაშაული ყველა ომი არის დიდი ფულის კეთების საბაბი ყველა ომი არის ჩვენი ცივილიზაციის დაბალი დონის მაჩვენებელი
სანამ არ ვიაზროვნებთ კოსმიური მასშტაბით, ვერ გავიზრდებით და შორს ვერ წავალთ :(
ლექსი ოსტატურადაა შესრულებული, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ესეც -“მინაწერი ირიბად, ბატიფეხურით:“ რომ ყოფილიყო გალექსილი ლექსის ნაწილი თქვენ ეგ შეგიძლიათ ქალბატონო ნინო
ამიტომ 4 ქულა
გულს იმედი მოიცა.
ეს თითქოს მთლად გამართულად ვერ დგას ფეხზე ქალბატონო ნინო
იყო ასეთი დროც და ასეთი წერილებიც ჩემი ფეხი ჯანდაბას, მაგას როგორ ვერ უნდა გაუძლოო ვინ იცის მერე თავის ამპუტირებულ ფეხიანად და ჰოსპიტალიანად რა დაბომბვაში მოყვა საწყალი
ყველა ომი არის დანაშაული ყველა ომი არის დიდი ფულის კეთების საბაბი ყველა ომი არის ჩვენი ცივილიზაციის დაბალი დონის მაჩვენებელი
სანამ არ ვიაზროვნებთ კოსმიური მასშტაბით, ვერ გავიზრდებით და შორს ვერ წავალთ :(
ლექსი ოსტატურადაა შესრულებული, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ესეც -“მინაწერი ირიბად, ბატიფეხურით:“ რომ ყოფილიყო გალექსილი ლექსის ნაწილი თქვენ ეგ შეგიძლიათ ქალბატონო ნინო
ამიტომ 4 ქულა
9. სამწუხაროდ. მაგრამ , მაინც რა ჰქონდა ქართველებს იქ საომარი. მაგრამ.... სამწუხაროდ. მაგრამ , მაინც რა ჰქონდა ქართველებს იქ საომარი. მაგრამ....
8. ხოო ეს პაპაჩემის ლექსიდან ბოლო სტროფი
გაუმარჯოს ყველა მებრძოლ პაპას გაუმარჯოს ვინც გმატებდათ ხალისს გაუმარჯოს მათ შრომას და ამაგს გაუმარჯოს!გაუმარჯოს!სტალინ.. :)) ხოო ეს პაპაჩემის ლექსიდან ბოლო სტროფი
გაუმარჯოს ყველა მებრძოლ პაპას გაუმარჯოს ვინც გმატებდათ ხალისს გაუმარჯოს მათ შრომას და ამაგს გაუმარჯოს!გაუმარჯოს!სტალინ.. :))
7. თქვენი რამოდენიმე ლექსი წავიკითხე და გამოცდილება ვიგრძენი.. წერის და ცხოვრების.. თითქოს თქვენს ცხოვრებას დაეწეროს ლექსები. ამიტომ ჩავთვალე ღრმად და ძალიან მომეწონა.. ვინ იცის რამხელა ისტორიას მალავთ თითოეული ლექსის უკან... ახლახან გავიგე თქვენს შესახებ და უკვე ძალიან დიდ პატივს გცემთ.. თქვენი რამოდენიმე ლექსი წავიკითხე და გამოცდილება ვიგრძენი.. წერის და ცხოვრების.. თითქოს თქვენს ცხოვრებას დაეწეროს ლექსები. ამიტომ ჩავთვალე ღრმად და ძალიან მომეწონა.. ვინ იცის რამხელა ისტორიას მალავთ თითოეული ლექსის უკან... ახლახან გავიგე თქვენს შესახებ და უკვე ძალიან დიდ პატივს გცემთ..
6. "ჩემს ეზოში წვიმა მოდის, შენს ეზოში დარიაო, მე და შენი განშორება სულ გიტლერის ბრალიაო" - "ქუთაისი ქალაქია", რეზო გაბრიაძე :)
ეს პრიმიტივიზმი საუკეთესოდ მისადაგებული ფორმაა ამ შინაარსისთვის.
"ჩემს ეზოში წვიმა მოდის, შენს ეზოში დარიაო, მე და შენი განშორება სულ გიტლერის ბრალიაო" - "ქუთაისი ქალაქია", რეზო გაბრიაძე :)
ეს პრიმიტივიზმი საუკეთესოდ მისადაგებული ფორმაა ამ შინაარსისთვის.
5. მართალი ხართ, ნინო! ესეც ხომ კულტურის ნაწილია. არ უნდა დაკარგულიყო დაუფიქსირებლად ეპისტოლური ჟანრის ეს სახეობა! მთელი პოეტიკა არსებობდა ფრონტული წერილებისა. მუდამ იგულისხმებოდა, რომ ადრესატამდე ვინმე ,,იდეოლოგიურად მზრუნველის” თვალი უნდა გაევლო. წარუმატებლობა და გაჭირვება - ნახსენები არ უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ამა თუ იმ წარუმატებლობას, ბრძოლის წაგებას და პოზიციების დაკარგვას ერქვა ,,დროებითი და გეგმაზომიერი უკან დახევა”. მართებული პატრიოტული პოზიცია ნათლად უნდა ყოფილიყო გამოხატული. არსებობდა კლიშეებიც, დასასრულისა და დასაწყისისათვის. მე ცხადია, ყველაზე არასერიოზულები მახსოვს, მაგალითად, ასეთი: ,, რადიო და სამკითხველო, გაგიმარჯოს წამკითხველო!” და დასასრული: ,,პასუხს ველი, როგორც მგელი!” მართალი ხართ, ნინო! ესეც ხომ კულტურის ნაწილია. არ უნდა დაკარგულიყო დაუფიქსირებლად ეპისტოლური ჟანრის ეს სახეობა! მთელი პოეტიკა არსებობდა ფრონტული წერილებისა. მუდამ იგულისხმებოდა, რომ ადრესატამდე ვინმე ,,იდეოლოგიურად მზრუნველის” თვალი უნდა გაევლო. წარუმატებლობა და გაჭირვება - ნახსენები არ უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ამა თუ იმ წარუმატებლობას, ბრძოლის წაგებას და პოზიციების დაკარგვას ერქვა ,,დროებითი და გეგმაზომიერი უკან დახევა”. მართებული პატრიოტული პოზიცია ნათლად უნდა ყოფილიყო გამოხატული. არსებობდა კლიშეებიც, დასასრულისა და დასაწყისისათვის. მე ცხადია, ყველაზე არასერიოზულები მახსოვს, მაგალითად, ასეთი: ,, რადიო და სამკითხველო, გაგიმარჯოს წამკითხველო!” და დასასრული: ,,პასუხს ველი, როგორც მგელი!”
4. იყო ასეთი რეალობაც სამწუხაროდ. საინტერესოა ისე და ცალკე ხაზია ალბათ " ლექსები ფრონტიდან" იყო ასეთი რეალობაც სამწუხაროდ. საინტერესოა ისე და ცალკე ხაზია ალბათ " ლექსები ფრონტიდან"
3. მადლობა, თაზო! რა კარგია, სახასიათო ლექსია! დავიხსომებ მთელი ზეპირსიტყვიერება არსებობდა. თავის დროზე ჩასაწერად მაინცა და მაინც არავინ იზრუნა, მერე - ხალხი წავიდა და ზეპირსიტყვიერებიდანაც ძალიან მცირე შემორჩა. რეზო გაბრიაძე იყენებს ერთს თავის სპექტაკლში ,, მე და შენი დაშორება სუ ჰიტლერის ბრალიაო” ... დასაწყისს ვეღარ ვიხსენებ. კიდევ ერთი მახსოვს საიდანღაც
ჰიტლერი მოდისო, ცინგლი ჩამოსდისო, დედამისი ეკითხება, შვილო, რა მოგდისო. რაღა, რა მომდისო, აღარ გამომდისო, (ეს პირობითად ჩავსვი, აღარ მახსოვს ნ. დ.) ქართველები იმარჯვებენ, მე ბრაზი მომდისო” მადლობა, თაზო! რა კარგია, სახასიათო ლექსია! დავიხსომებ მთელი ზეპირსიტყვიერება არსებობდა. თავის დროზე ჩასაწერად მაინცა და მაინც არავინ იზრუნა, მერე - ხალხი წავიდა და ზეპირსიტყვიერებიდანაც ძალიან მცირე შემორჩა. რეზო გაბრიაძე იყენებს ერთს თავის სპექტაკლში ,, მე და შენი დაშორება სუ ჰიტლერის ბრალიაო” ... დასაწყისს ვეღარ ვიხსენებ. კიდევ ერთი მახსოვს საიდანღაც
ჰიტლერი მოდისო, ცინგლი ჩამოსდისო, დედამისი ეკითხება, შვილო, რა მოგდისო. რაღა, რა მომდისო, აღარ გამომდისო, (ეს პირობითად ჩავსვი, აღარ მახსოვს ნ. დ.) ქართველები იმარჯვებენ, მე ბრაზი მომდისო”
2. სულაც არ დამაბნია პირიქით ჩემი პაპის ქერჩიდან დედისადმი მმოწერილი წერილი ასევე ლექსად გამახსენა, რომელიც მოხალისედ წავიდა და იქაა ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული.
''პულიმიოტი'' მიჭირავ მსროლელი ათასისაო მალიმალ დავაკაკანებ მტრისაკე უქამ პირსაო.
5 სულაც არ დამაბნია პირიქით ჩემი პაპის ქერჩიდან დედისადმი მმოწერილი წერილი ასევე ლექსად გამახსენა, რომელიც მოხალისედ წავიდა და იქაა ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული.
``პულიმიოტი`` მიჭირავ მსროლელი ათასისაო მალიმალ დავაკაკანებ მტრისაკე უქამ პირსაო.
5
1. ამ კომენტარს უფრო იმ მკითხველებისთვის ვწერ, ვისაც, სავარაუდოდ, ჩემი სახელით დადებული ეს ლექსი დააბნევს. სად - მე, სად - სტალინური ტოტალიტარიზმის პოზიტიურად მოხსენიება! ... მაგრამ ეს მენტალობა ხომ ნამდვილად იყო, არსებობდა ნამდვილად. ეს სტილი - დაახლოებული პრიმიტივიზმთან, ხალხური ,ენის მოქცევებით”, ცხადია, საგანგებოდ შევურჩიე, ,ჩემი” - არაა.
მე უფრო ფსიქოლოგიური სიტუაცია მაინტერესებდა აქ - უმწეო მდგომარეობაში მყოფი უბრალო ადამიანი რაღაცას, იმედიანს რომ ებღაუჭება, რათა სხვებს ყოფა, დარდი შეუმსუბუქოს.
ამ კომენტარს უფრო იმ მკითხველებისთვის ვწერ, ვისაც, სავარაუდოდ, ჩემი სახელით დადებული ეს ლექსი დააბნევს. სად - მე, სად - სტალინური ტოტალიტარიზმის პოზიტიურად მოხსენიება! ... მაგრამ ეს მენტალობა ხომ ნამდვილად იყო, არსებობდა ნამდვილად. ეს სტილი - დაახლოებული პრიმიტივიზმთან, ხალხური ,ენის მოქცევებით”, ცხადია, საგანგებოდ შევურჩიე, ,ჩემი” - არაა.
მე უფრო ფსიქოლოგიური სიტუაცია მაინტერესებდა აქ - უმწეო მდგომარეობაში მყოფი უბრალო ადამიანი რაღაცას, იმედიანს რომ ებღაუჭება, რათა სხვებს ყოფა, დარდი შეუმსუბუქოს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|