ორი ძველი ლექსი
საღამო
სად აუტანია განგებას ეს ციხე? მე შენი თვალების ცქერას ვერ ვეღირსე, რაც ამ გულს ცისა და შენთვის უნებია?! ნიავთა და ზღვათა ნასალბუნებია. კრძალვით გაახილა საღამომ თვალები უღონო ღელვაში ოხრავდა ქუთუთო, მწყრალი სიმფონია, თვალ-ნამტირალები ის იყო მორჩილი, უღონო, უქუდო. რა ძალამ აფრქვია, რა ზენამ დაათრო? ასეთი თვალებით მგოსნები კვდებიან... ვერ მოიხედავ და?! ქარივით გავა დრო და როცა საფლავებს დაათოვს სევდიანს?! შეხედე ამ თვალებს, გოდებით დაღალულს ნუთუ ეს ვედრება სიყალბეს აიტანს? იცოდე არასგზის პოეტებს არ ძალუძწთ ჰფიცავდნენ ქრისტეს და ჰმონებდენ შაითანს. რამეთუ სიონში ჩურჩულით ნავედრი, შენდამი ლოცვაა წმინდაო მარიამ. შემინდე საღამო, ჯვარი, ალავერდი შემინდე მე ცოდვილს, ცრემლიანს, ქარიანს. ცა მკრთალი, ნურასდროს ბოროტად მლოცველი ნუ მნახავს თუ თვალებს სიკვდილი დაბურავს, ნუ მიწყენთ, მე ნუგეშს ღვთისაგან მოველი წავალ და არც მაშინ არ ვიტყვი სამდურავს.
("როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი")
გურჯი მოხეტიალე
ჩემი სისხლით ნაღები ჰქროდნენ ბაირაღები, ჩემი ცრემლით ნაბანი გადავიძრე საბანი. დროა თავდავიწყების, დროა სისხლის გაღების, როცა გული სიყვარულს ააიასამანებს. დროა მოვწყდე სამყაროს, ჩემი ოხერ-ტიალიც... როგორც ასტეროიდი, უკანასკნელ ზეცაზე გავქრე უსიყვარულოდ გურჯი მოხეტიალე. ვინც ეპოქის ჭენებას ულაგამოდ ვეცადე. როგორც ავრელიუსი, საუკუნეს მიუსევ ოცნებათა ლაშქარებს გულის სისხლის გაღებით რაღაც ძლიერ მაჩქარებს, რაღაც მარადიულზე ჩემი სისხლით ნაღები, ჰქროდნენ ბაირაღები. პოეზიის კოცონზე გრძნობით გადახანძრული ალავერდის ზეციურ დავემხობი ფიქალებს მინდა გადავეკონო მოგონებებს წარსულის მზერით ხანგადასული, მთვარე როდი იალებს? დროა თავდავიწყების... დროა სისხლის გაღების დროა მოვწყდე სამყაროს ჩემი ოხერ-ტიალიც! რადგან სისხლით ნაღები ჰქროდნენ ბაირაღები დაე გავქრე უკვალოდ, გურჯი მოხეტიალე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ''რაც ამ გულს ცისა და შენთვის უნებია?! ნიავთა და ზღვათა ნასალბუნებია''...
მიყვარს შენი ლექსები, გურჯო პოეტო! ``რაც ამ გულს ცისა და შენთვის უნებია?! ნიავთა და ზღვათა ნასალბუნებია``...
მიყვარს შენი ლექსები, გურჯო პოეტო!
19. გიო გიო....კარგია რომ აქ ხარ შენი სათუთი ლექსებით გიო გიო....კარგია რომ აქ ხარ შენი სათუთი ლექსებით
18. 5.......... :) 5.......... :)
17. მოგესალმებით! გიორგობას გილოცავთ ყველას და გიხდით მადლობას. დათა სალამი ძმაო, გაიხარე შენ, განსაკუთრებულად თბილი სიტყვებისთვის, გიხუტებ გულში. მოგესალმებით! გიორგობას გილოცავთ ყველას და გიხდით მადლობას. დათა სალამი ძმაო, გაიხარე შენ, განსაკუთრებულად თბილი სიტყვებისთვის, გიხუტებ გულში.
16. 5 გურჯი რაღაც სხვანაირად წერ,როგორ გითხრა მეგობარო, დიდ გემს სრუტეში შემოგიცურავს:) აღფრთოვანებული ვარ შენი პოეზიით! 5 გურჯი რაღაც სხვანაირად წერ,როგორ გითხრა მეგობარო, დიდ გემს სრუტეში შემოგიცურავს:) აღფრთოვანებული ვარ შენი პოეზიით!
15. 5
სალამი ძმაო. 5
სალამი ძმაო.
14. გიო, ორივე კარგია, მაგრამ მეორე ძალიან მომეწონა. 5 გიო, ორივე კარგია, მაგრამ მეორე ძალიან მომეწონა. 5
13. "ვინც ეპოქის ჭენებას ულაგამოდ ვეცადე."
ჩემიანო...
ძალიან ჩემიანო, არაშენეულ ლექსშიც კი...
"ვინც ეპოქის ჭენებას ულაგამოდ ვეცადე."
ჩემიანო...
ძალიან ჩემიანო, არაშენეულ ლექსშიც კი...
12. ტერენტიც მოსულა. მიხარია ზალიან. 55555;) ტერენტიც მოსულა. მიხარია ზალიან. 55555;)
9. კარგია 5 :) კარგია 5 :)
8. გიო მოსულაო :* გიო მოსულაო :*
7. 4... მიყვარს ეს კაცი... 4... მიყვარს ეს კაცი...
6. 5-ანი დამავიწყდა 5-ანი დამავიწყდა
5. მიკალქალ ვაა ნაგე აქ გვანცულას ნიკი რომ აქვს?? ლექსი ვერ დადო და მეც ვეღარ გავუსწორე, ხვალ დადებს ალბათ მიკალქალ ვაა ნაგე აქ გვანცულას ნიკი რომ აქვს?? ლექსი ვერ დადო და მეც ვეღარ გავუსწორე, ხვალ დადებს ალბათ
4. როცა გული სიყვარულს ააიასამანებს.
რა ლამაზია! და მერე კიდევ დაიწყებ ჩემი ლექსები რა ლექსებიაო :) ჩემი პოეტი!
როცა გული სიყვარულს ააიასამანებს.
რა ლამაზია! და მერე კიდევ დაიწყებ ჩემი ლექსები რა ლექსებიაო :) ჩემი პოეტი!
3. არაჩვეულებრივი ლექსები გაქვს...
5 არაჩვეულებრივი ლექსები გაქვს...
5
2. სალამი და ყვავილები ქალბატონო ნინიკო. სალამი და ყვავილები ქალბატონო ნინიკო.
1. გიოოო..გიოო :) მიყვარს ეს ლექსები! გიოოო..გიოო :) მიყვარს ეს ლექსები!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|