ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
20 სექტემბერი, 2018


მე - პოეტი. მე - კრიტიკოსი.

ნინო დარბაისელი

მე - პოეტი. მე - კრიტიკოსი.
- - - - -
(გ. არგანაშვილს)

მე მართლა არ მახსოვს ჩემი არცერთი ლექსი, (ცალკეული ფრაზები - არ ითვლება) სათაურითაც კი ვერ ვიცნობ ხოლმე.
თუ წავიკითხე, - საშინლად არ მომწონს, სულ მინდა, კრიტიკულად, ძირიანად ამოვთხარო ხოლმე, თანაც - საჯაროდ.

ყოფილა შემთხვევა, ვინმეს შენიშვნა გამოუთქვამს... ასეთ შემთხვევებში მეღიმება, მინდა ვუთხრა, ეგ რა არის! შიგ ისეთი ღლავია! შენ კი ლიფსიტას მისჩერებიხარ- მეთქი.

ახალს - ვერ ვწერ ვერაფრით, თუ წინა ნაწერი მახსოვს.
(ესე იგი, ჯერ ,,მორჩენილი” არა ვარ)
ახალი ლექსი მიყვარს, ვიდრე ვჭირდები.
უკვე ხელს რომ ,იკვრეინება”, გეყოფა, თავი დამანებეო, გეგონება, ეგეთად დაიბადა თვითონვე და მე კიდევ, ვემეტიჩრები, ეგ  უმადურობა მწყინს და მტრად მოკიდებაც ალბათ მაგ მომენტიდან იწყება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები