ამ ბიჭებს ერიდე შვილო,არ არიან მთლად კარგი ხალხი. -ეს როგორ გავიგო?მათ ჩემთან რა კავშირი აქვთ? -ექნებათ,ექნებათ.თუ არ დამიჯერებ ექნებათ. არც მიფიქრია მართალს ამბობდა თუ არა ეს მოხუცი,(რადგანაც ახალი მისული ვიყავი,ვიწმუნე მისი),მაღაზიაში შევედი და ორი კოლოფი სიგარეტი ვიყიდე,ლუდიც მივაყოლე.გამოსვლისას მოხუცი ვერსად ვნახე,ისე საოცრად გაქრა,ხე არ იყო რომ მიფარებოდა. სხვა გზა არ მქონდა,გარდა იმისა, რომ სწორედ იმ ბიჭებთან მივსულიყავი და მეკითხა თუ სად ცხოვრობდა.მიუხედავად ჩემი შეკითხვისა,ვერც გაიგონეს და უხეში საუბარი განაგრძეს. ან გაიგეს და... ჯამში ხომ სულ ერთია.შევედი,სამი სადარბაზო ჰქონდა,სამივეში უნდა შევსულიყავი რიგ-რიგობით რომ მენახა.შესვლისთანავე უცნაური ხმა მომესმა,ვერ მივხვდი,თითქოს წისქვილის ქვის ტრიალის ხმა იყო.არ მინდოდა შემეშინებინა.ვიდექი კარგა ხანს სიგარეტების კოლოფით,ლუდით,მორიდებით...შემდეგ ფანჯრიდან გამოიხედა თვითონვე დამიძახა. მე უმალ, გაუცნობიერებლად ორი ქოთნის ყვავილი მომხვდა თვალში, ფანჯრის რაფაზე,ირგვლივ კი ახლად მოცრილი ფქვილის სუნი ტრიალებდა.-შემოდი,შემოდი.დიდხანს უნდა იდგე მანდ? მორიდებულად შევაბიჯე.ჩემთვის უჩვეულო გარემოში ავღმოჩნდი.ლურჯი ზედა ეცვა,გარედან კი თეთრი მოსაცმელი,ხელები აკაპიწებული ჰქონდა,ფქვილისგან სულ თეთრი,ტაშის დაკვირით მოიშორა ნამცეცები და ხელი გამომიწოდა.ვაკვირდებოდი მისი ოთახის ინტერიერს,ისე ლამაზად და კოხტად ჰქონდა ყველაფერი მოწყობილი,გამიკვირდა კიდეც მოხუცისგან მსგავსი წესრიგი.კუთხეში ძველი კარადა იდგა, შუაში მრგავლი მაგიდა ორი სკამით,სათვალით.სიგარეტი მაგიდაზე დავდე და ლუდის ბოთლიც გვერდით მივუდგი.კარგა ხანს ხმა არ გაუცია.ზურგით იდგა და ხელებს იბანდა.მე ვიჯექი და მის ზურს, როგორც ჩემს წინ ა ღმართულ მთას ისე ვუყურებდი,რომლისგან შეუძლებელია ზვავი დაგატყდეს თავს.თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი.კუთხეში ჯოხი შევნიშნე.მოხუცი არ კოჭლობდა და ჩემთვისაც ძნელი მისახვედრი არ იყო,რომ სახლში მარტო არ ცხოვრობდა. -შეწუხებულხარ ბაბუა,რად გინდოდა კი მაგრამ? -არაფერია.სიგარეტი და ლუდი არის მხოლოდ.სვამთ ლუდს?გაიხსენეთ ახალგაზრდობა. -ასაკი არ მიშლის ხელს ლუდის დალევაში,-მიმიგო გაღიმებით.-მე შალვა ბაბუა ვარ. -მე ნიკო მქვია.ღიმილითვე ვუპასუხე. ხელები გაიმშრალა და ჩემს წინ ჩამოჯდა.ახლოდან რომ დავინახე ბაბუაჩემი წარმოვიდგინე,თეთრი ლამაზად დავარცხნილი თმა.სახეზე ნაოჭები,რომელიც მის მრგვალ სახეს უფრო ლამაზს ხდიდა.ორი მაღალყელიანი ჭიქა გამოიტანა,მეც დავფაცურდი,ბოთლს თავსახური მოვხსენი და ნელა დავასხი. -ლუდი იყო ჩვენს დროს ბაბუა. -მაინც რანაირი იყო? -შენ რამდენი შეგიძლია ასეთი დალიო? -არ ვიცი,ალბათ ერთი(ორნახევრიანი) -აი,საქმეც მაგაშია.არაყს ურევენ ეს ოხრები.წარმოგიდგენია ორი სასმელი ერთად არეული კაცის ორგანიზმში?მაშინ გემოც სხვა ქონდა,ახლა ეს რომ დადო წელიწადი არ გაფუჭდება.შენ გგონია სულ ახალი მოაქვთ იქ?ჩვენ რომ ჭიქაში ვასხამდით მალევე უნდა დაგელია,ცოტას აცლიდი და უკვე თავის ობს იკიდებდა. -ხო,ახლა სხვა არის. -გადასარევი იყო ბაბუა.-ეს მითხრა და ერთი გადაკრა.- მომწყურებია კაცო, თქვა და დავაკვირდი:ლუდის ქაფი ულვაშებზე მოედო,სასაცილო სანახვი იყო.სიცილი ძლივს შევიკავე.ჩემს ყურადღებას კი უფრო და უფრო იპყრობდა ის ხმა,რომელიც მეორე ოთახიდან გამოდიოდა და ის ჯოხი,ლამაზად რომ იყო მიყუდებული კედლის კუთხეს.მინდოდა მეკითხა,მაგრამ ფიქრებმა წამიღო.რა არ მიტრიალებდა თავში:იქნებ გარდაცვლილი ჰყავს ცოლი და ინახავს?იქნებ შვილის არის?რა უნდა ეპასუხა ჩემთვის?თუ ასე იქნებოდა ტკივილს მივაყენებდი იმის გახსენებით,ამიტომაც დაჟინებული მზერა ჯოხს მოვაცილე და სიგარეტს მოვუკიდე.საფერფლე მაგიდაზე იდო,მაგრამ რომ შევხედე,მივხვდი რომ არ ეწეოდა.ფერფლის ერთი ნამცეციც ვერ აღმოვაჩინე.შეიძლება იფიქროთ,იქნებ გარეცხილი იყოო,მაგრამ მწეველი მოხუცები სხვანაირები არიან.მათი საფერფლე მუდამ სავსეა.თუნდაც ერთი ნამწვი მაინც იქნება შიგნით,ან ერთი ფერფლი. -აბა ბაბუა,თუ არ გეჩქარება ვილაპარაკოთ კაი ხანს. საქმე არაფერი მქოდნა,რომც მქონოდა ასეთ კარგს გამასპინძლებაზე უარს ვერ ვიტყოდი.ადამიანი შინაგანად ხომ მუდამ გრძნობს მისდამი დამოკიდებულებას. -შენ რას აკეთებ ამ ქალაქში?საუბარზე გეტყობა რომ ქუთაისელი არ ხარ. -არა.აფხაზეთში დავიბადე.აქ სტუდენტობის წლებს ვატარებ. -ეჰ,შენ რა გემახსოვრება იქაურობის. -ომამდელი არაფერი მახსოვს.ორი თვის ვიყავი მაშინ,მაგრამ მის მერე ბევრჯერ ვარ ნამყოფი. -ეგეც კარგია,მაგრამ ახლა რას ნახავდი.გადამწავრ სახლებს,ომში დაღუპულებით გაზრდილ სასაფლაოებს...ჩამტვრეულ ხიდებს, უნომრო ეზოებს,ანუ არაფერს.მაშინ კარგად ცხოვრობდა უმეტესობა,ყველას ჰქონდა სამსახური.არავის ეშინოდა იმის,ექნებოდათ თუ არა ლუკმა-პური.მაგრამ დრო იცვლება,შეცვლის შედეგი კი აგერაა,სადაური კაცი სად ვარ..ერთი კარგად ამოიოხრა და განაგრძო-ახლაც თვალწინ მიდგას,თუ როგორ გარბოდა ხალხი,როგორ აჰყარეს საკუთარი მიწიდან.ჩვენ მეორეჯერ დაბადებულები ვართ,აგერ იმ ჯოხს ხომ ხედავ?-მკითხა და თითი იმ ადგილისკენ გაიშვირა,სადაც ჯოხი იყო მიყუდებული.-ჩემი მეუღლის არის,ამ ყველაფერს ნერვიულობის გარეშე ვინ გაუძლებდა?!შემდეგ ფეხის ტკივილები დაეწყო და სიარული გაუჭირდა.შარშან ზაფხულს გარდაიცვალა.ჩემი შვილები უცხოეთში არიან,რამდენჯერ მთხოვეს წავყოლოდი მათ,მაგრამ აბა რაღა დროს ჩემი წასვლაა აწი?ჩემი შვილები შარშან იყვნენ აქ,დედა რომ გარდაეცვალათ ჩამოვიდნენ.ორი ბიჭი მყავს, გელა და მურთაზი.ჩემს მეუღლეს კი ნარგიზა ერქვა,ეეჰ,როგორ მიყვარდა?ახლაც მიყვარს.მის წინ მე უნდა მოვმკვდარიყავი,მაგრამ არ დასცალდა საწყალს,მერე მარტო ხომ დარჩებოდა და იქნებ ასე უკეთესიც იყოს.ვლოცულობ მისთვის,ღმერთს იმასაც ვთხოვ, რომ მალე წამიყვანოს,იმდენი მაქვს მისთვის მოსაყოლი.მენატრება.აგერ ის ჯოხი, შენახული რომ მაქვს,დავეყრდნობი ხოლმე.ასე მგონია ხელი მეუღლის მხარზე მქონდეს გადადებული.დამაქვს და დამაქვს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სასიამოვნოა თქვენი მოსმენა) სასიამოვნოა თქვენი მოსმენა)
4. როგორი ფინალი აქვს ...კარგი .
რატომღაც თავიდან მოხუცი ქალი მეგონა :)
არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, ქართული ენას სქესი რომ არა აქვს.
როგორი ფინალი აქვს ...კარგი .
რატომღაც თავიდან მოხუცი ქალი მეგონა :)
არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, ქართული ენას სქესი რომ არა აქვს.
3. ხვალ წავიკითხავ.:) მშვიდად, სავარელზე ფეხმოკეცილ მდგომარეობაში, ცხელი ყავით ხელში და ცნობისმოყვარეობით:) ხვალ წავიკითხავ.:) მშვიდად, სავარელზე ფეხმოკეცილ მდგომარეობაში, ცხელი ყავით ხელში და ცნობისმოყვარეობით:)
2. ვთქვი უკვე...მომწონს ავტორი... 5 ვთქვი უკვე...მომწონს ავტორი... 5
1. ნამდვილ ამბებს სულ სხვა ემოცია მოაქვთ... 5) ნამდვილ ამბებს სულ სხვა ემოცია მოაქვთ... 5)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|