ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 სექტემბერი, 2018


ჩემი მოგონებები იმედი ჯახუაზე


იმედი ჯახუას სახელი და გვარი პირველად გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოდან“ გავიგე, რომელიც თამაზ წივწივაძის რედაქტორობით გამოდიოდა.

2009 წლის 25 მაისიდან ჩემი ლექსების გამოქვეყნება დავიწყე ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკზე“, ჩემი ლექსის პირველი შემფასებელი სწორედ იმედი ჯახუა იყო. ახლაც მახსოვს მისი კომენტარი: ,,პირველი განაცხადისთვის კარგია! მოგესალმები ახალ ძმას!“ იმედი ჯახუას ფსევდონიმი ,,ჭყონდიდელი“ იყო. 2010 წელს მას პირველი ლექსი დავუწერე:

იმედი ჯახუას

ჭყონდიდელო, ჩვენი განძი
ჩვენი გმირი ხალხია.
მთაწმინდაზე საქართველოს
ერთგულება მარხია.

ფეხშიშველი მიბრძანდება
თამარქალი ვარძიას,
თავს ნათელი დასდგომია
სულხან-საბას ტანძიას.

გულთა ჩვენთა გასახარად
კვლავ ბიბინებს ეს ყანა,
სპარსმაც ვერ დაიმორჩილა
ჭყონდიდელის ქვეყანა.

ქართვლის დედას წილად ერგო
ვაჟკაცების გაჩენა.
სამშობლოში არსაკიძეს
ძირში მოსჭრეს მარჯვენა.

მტერმა ფეხქვეშ ვერ გათელა
,,გაწყვეტილას“ მინდორი.
გწამდეს, ერის გასახარად
იდიდგორებს დიდგორი.

იმედი ჯახუას ძალიან უყვარდა ახალგაზრდობა. ჩვენ - ახალგაზრდები მას ,,იმო ძიას“ ვეძახდით. ,,იმო ძია“ ნაღდი პოეტი იყო, ნაღდი ქართველი პოეტი! მისი ლექსებიდან განსაკუთრებით მიყვარს ,,ცოტნე“, რომელიც მან მერაბ კოსტავას მიუძღვნა.

სამწუხაროდ მეორე ლექსის დაწერა მის გარდაცვალებაზე მომიხდა. ,,იმო ძია“ 2011 წელს - 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იმო ძიას მოსაგონრად

ძია, კაცობის ეტალონად დარჩები ჩვენში,
თაობებისთვის მისაბაძი ხარ მაგალითი!
თითქოს წარსული ხელმეორედ გაცოცხლდა შენში,
თვით ქართველს ცოტნეს სული გედგა, გული დავითის!

წახვედი... მაგრამ დაივანე იმათ გულებში,
ვისაც ეღირსა სიცოცხლეში შენი გაცნობა!
ჭყონდიდელივით შემოჰკარი ზარი ნუგეშის
და მთავარ მიზნად გაიხადე კაცურკაცობა!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები