ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2018


* * *


როცა ატირდა ჩვენი
ღმერთი , წვიმა მოვიდა,
შიშველ კლდეებზე
მოიკიდა  ფესვი ხვიარამ,
მკვდარმა ბუნებამ ამოხეთქა
სიმარტოვიდან და განწირულმა
თებერვალმა დაიღრიალა.
ნელთბილ ძარღვებში
გაგვიყინა სისხლი სიცივემ,
ვხარჯავდით  დღეებს ,
სინანულს კი არ ვაპირებდით,
ატირდა ღმერთი , როს
იხილა ჩვენი სიმცირე,
ასე ლამაზად მხოლოდ
ჩვენ  თუ ავატირებდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები