ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
29 სექტემბერი, 2018


N26 (3)

მელაპარაკებოდა მოხუცი და მის თვალებში ჩემოდნებით მოსიარულე ღრუბლებს ვხედავდი ტკივილების სახით.რამდენიმე წუთი ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის.ალბათ კარგა ხანს ვიქნებოდით ასე,კარზე რომ ვიღაცას არ დაეკაკუნებინა:
-ახლავე გავალ,ვნახავ ვინ არის და მოვალ.
მზერა ალბომს მივაპყარი,გადავწყვიტე მის მოსვლამდე დამეთვალიერებინა.გვერდები ისე იყო ერთმანეთს მიწებებული,ეტყობა კარგა ხანს იდო გადაუშლელად. პირველ გვერდზე მისი ფოტო შევნიშნეზ.ხის სკამზე ჩამომჯდარი,ირგვლივ ძაღლების გარემოცვაში.მაგრამ საოცარი ის იყო,რომ ზუსტად ის პიჯაკი ეცვა,რაც ახლა, ჩემს წინ. პიჯაკი, ამდენი წლის,და გავიფიქრე, ნეტავ რამდენი დარდი არის ტანზე ჩაცმული.პირველი გვერდის შემდეგ არც გადამიშლია,გამიკვირდა როგორ შეინახა ამდენი წლის განმავლობაში.ან რატომ უნდა შეენახა?ტანსაცმელს ხომ წლები არ ვინახავთ,ძველდება,იცვითება და ახლით ვანაცვლებთ.თუმცა, მათ შორის განსხვავება არც იყო,ისე ბზინავდა როგორც ფოტოში,ერთი გაცრეცილ ადგილს ვერ მოუძებნიდა კაცი.მოხუცი მალევე შემოვიდა,ხელში პატარა ტომარა ეკავა.
- ეს ჩემი მეზობელი ქალი იყო,ხშირად შემოდიან და სიმინდს მიტოვებენ.სულ ესაა. წამოდი განახებ რაღაცას.
უსიტყვოდ დავეთანხმე და იმ ოთახისკენ გამიძღვა,საიდანაც უცნაური ხმა ისმოდა.რომ შევედი ჩემთვის უჩვეულო გარემოში ავღმოჩნდი.ორი ნათურა ანათებდა იქაურობას. რას არ ნახავდით იქ: ბ.ბელინსკის ნაშრომებს,(მინდა გითხრათ,რომ ამ ნაშრომში ის რუს მწერალს, ვ. გოგოლს მიმართავს: თქვენ გგონიათ,რომ რუსი ხალხი ყველაზე რელიგიურია:სიცრუეა!რელიგიურობის საფუძველია პიეტიზმი,მოწიწება.რუსი ადამიანი კი ღმერთის სახელს რომ ახსენებს,საჯდმოს იფხანს.ვარგა ხატი-ვილოცოთ,არა და ქოთანს დავაფაროთ) მის გევრდით მოწყენით მოცქირალი П. Гайденко-Трагедия эстетизма,ტილოზე შესრულებულ ნახატებს,ზოგი კედელზე ეკიდა,ზოგიც კედელს იყო მიყრდნობილი,თაგვსაჭერს,აკვარიუმს და თქვენ წარმოიდგინეთ წისქვილიც კი.
-რამ გაგაკვირვა ბაბუა,წისქვილი არ გინახავს აქმადე?
-როგორ არა მინახავს და ვყოფილვარ კიდეც,მაგრამ ოთახის პირობებში არა.
წისქვილში ბევრჯერ ვყოფილვარ,მახსოვს ბებიაჩემს დავყვებოდი ხოლმე,მიყვარდა სიმინდის ჩაყრის პროცესი,დაფქვილის ტომარაში ჩაყრა,ტაშის დაკვრით ფქვილის მოშორება ხელებიდან,წისქვილის  ქვის ტრიალის ხმა.
-აი ამას ხომ უყურებ ბაბუა,ეს ეკოლოგიურად სუფთა წისქვილია,არ არსებობს წისქვილი თაგვი და ვირთხა რომ არ იყოს.ისეთი თაგვსაჭერიც გავაკეთე,გამოჩნდება თუ არა,იმ წუთშივე მასში შედის ვირთხა და თავის დაღწევა არ შეუძლია.მაგრამ უმტკივნეულოა.ორივე მხარე გახსნილი აქვს,შევა თუ არა იკეტება.აქ სიმინდს ვყიდულობთ, აბა ქალაქში სად გვაქს ყანა,როცა ვნახე მასში ნაგავი, გავაკეთე ეს დამახარისხებელი და ასე ვახარისხებ სიმინდს.ისე მაქვს გაკეთებული,ნახევარი საუკუნე იმუშავებს.მოდი ახლა და დავახარისხოთ ამ ქალის სიმინდი.
ტომარას თავი გავუხსენი და მივაწოდე.ჩასაყრელი ნაწილი  ისეთი ქონდა,როგორიც ჩვეულებრივ წისქვილს აქვს,სიმინდი გვერდითა მხრიდან გამოდიოდა,მტვერი და ნაგავი კი შუა ნაწილში რჩებოდა.მხოლოდ ათი წუთი მოვანდომეთ ქალის შემოტანილი სიმინდის გასუფთავებას.
- ჩემი მთავარი გამოგონება ეს არ არის,-გამოერკვა დუმილის შემდეგ-,ეს იმიტომ გავაკეთე უსაქმოდ რომ არ ვყოფილიყავი აქ.ჩემი მთავარი საქმიანობა კი მთვარის გამოკვლევას ეხებოდა,მე ვსწავლობდი ბაბუა ФИЗИКО ТЕХНИЧЕСКИЙ-ინსტიტუტში,სამხედრო ხელოსანი ვიყავი.კაცი იმედით ცხოვრობს და აი ამ იმედმა სანამდე მიმიყვანა.აქ მარტო წისქვილი არ არის,აი აკვარიმუც მაქვს,მას თუ მოუარე,თავისუფლად არჩენს ოჯახს.თუ ვინმე დაინტერესდება ამ ამბით,ბევრ რამეს ვასწავლი.ეს სამშბიარო აკვარიუმებია.
-ესეც თქვენით მოიფიქრეთ?
-ჩემს მეგობარს ქონდა ასეთი, აფხაზეთში.მერე ვიფიქრე მეც გამეკეთებინა და ჩემთვის რა არის ამის გაკეთება?მას იქ ქონდა,მე აქ მაქვს.კი,ხანში შესული კი ვარ,მაგრამ კიდევ შემიძლია რაღაც-რაღაცეები,სხვასაც რომ ვასწავლო ისიც ბაბუა.
აკვარიუმებისა და წისქვილის დათვალიერების შემდეგ, ისევ იმ ოთახში შევბრუნდით.უკმაყოფილების განცდა შევნიშნე მასში,თვალები ცრემლით აევსო. ცდილობდა ჩემთვის სახე არ ეჩვენებინა.ის იმ მოხუცებს არ გავდა,წყელვა-კრულვას რომ არიან ჩვეულნი და გამწყრალი მზერით რომ შემოგხედავენ.ვუყურებდი ამ ხნის კაცს და ჩემს წინ ისევ  პატარა ბავშვი იდგა.სუფთა და უმანკო სულის მქონე ადამიანი.ცაცხვივით მდუმარე,ნეკერჩხალივით უბრალო.
დავსხედით.მან თავის ნაოჭებით შელამაზებულ ხელში აიღო ალბომი.-მოდი,ერთ ამბავსაც მოგიყვები ბაბუ,თან რაღაც ძველ ფოტოს გაჩვენებ,-მითხრა და გადაფურცვლა დაიწყო.ერთი სურათი ამოიღო, ალბომი დაკეცა და გვერდზე გადადო.კარგა ხანს უყურებდა სურათს მდუმარედ,შემდეგ შემომხედა და გააგრძელა:
-არ ვიცი ,შენ რატომ გიყვები ამ ამბავს,მაგრამ კაცმა გული ხომ უნდა გადაუშალოს ვინმეს.ილაპარაკოს და შვება იგრძნოს.ასეთ დროს მნიშნელობა არ აქვს,როგორ გაიგებს მსმენელი ამას,მთავარია რომ მე დავიცლები.რამდენი საათია აქ ვართ მე და შენ,ერთი ქალის მეტი არ მოსულა ჯერ,ისიც სასაუბროდ კი არა,სიმინდის დასასუფთავებლად.ჩემი მეუღლე ცოცხალი რომ იყო,ვლაპარაკობდით,ვიხსენებდით ძველ ამბებს,კარტსაც ვთამაშობდით, ჭადრაკსაც და ასე გაგვყავდა დრო.მაგრამ დავრჩი მარტოდმარტო.შვილებს ვურეკავდი ხოლმე,აქითაც მირეკავენ, ამ ბოლო დროს არ ვურეკავ.მინდა უჩემოდ ყოფნას ნელ-ნელა მივაჩვიო.იქნებ ეს ამბები,შენთვის რთული გასაგებია,ან ფიქრობ კიდეც რა გამიწყალა გული მოხუცმა თავისი ამბის მოყოლითო,მაგრამ მოხუცებულობა ხომ ის პერიოდია როცა ბევრი ვიცით,მაგრამ არავინ არაფერს გვეკითხება.შენ ახლა იწყებ ყველაფერს,ჩემგანაც შეგიძლია ცოტ-ცოტა რაღაც ისწავლო,შენ სხვას უნდა გადასცე და ასე.განა შამსი სულელი სულელი იყო? განა ტყუილად იარა იესომ?

ამით მოვედით ბაბუა დღემდე,ერთი კია,შეუძლებელია სხვისი ტკივილი და სიხარული ისე გაიზიარო, როგორაც თვითონ გრძნობს ტკივილის პატრონი, ეს იმას გავს,შვილმკვდარ დედას რომ მიუსამძიმრო,როცა თორმეტივე ვაჟი ფეხზე გიდგას. მაგრამ გულის რომელიმე ადგილს მაინც შეეხები.ეს გარდაუვალია.შენ პატარა იყავი ომის დროს,შენს მშობლებს კი,იქაურობა კარგად ემახსოვრებათ.არ ველოდით არც მე და არც სხვა,ასეთი ამბავი თუ მოხდებოდა და სოხუმი თუ დაეცემოდა.სოხუმში თითქმის ყველა ეროვნების ხალხი იყო,თურქი,სპარსი,ლეკი,ოსი,მეგრელები და აფხაზები ხომ იყვნენ და იყვნენ.ყველანი კარგად ვიყავით ერთმანეთთან.დღემდე ვფირობ და ვერ გამიგია,რამ გადაწყვიტა ეს ყველაფერი ასე.რამდენი დახოცილა ჩემს თვალწინ ბაბუა,ტყვიები წვიმასავით მოდიოდნენ.ვიმალებოდით და ვუყურებდით ამ საშინელებას.ყველაზე მეტად კი ის მანგრევდა შინაგანად,რომ არაფრის კეთება არ შეგვეძლო.შენი ხნისაა ეს ომი.არა,ჩემი ხნისაცაა, ჯერ არ დაბადებულისაც.ეს ომი ყველას გვაერთიანებს,ფოტოს შეხედე, ხომ ხედავ,ეს პიჯაკი 1970 წელს ვიყიდე ეშერაში.45 წლის არის ახლა ეს.ახლაც მაცვია.სამოცდამეჩვიდმეტეში გადავედი,მაგრამ ამას შვილივით ვუვლი,მხოლოდ ეს შემრჩა იქაური.ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო ბაბუა არასდროს.

ხელები აუკანკალდა,სურათი ისევ ალბომში მოათავსა.სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.ეტყობოდა რომ დიდი ხანია არ მოუწევია.პირველივე "ნაფაზზე" დაახველა,შემდეგ შეეჩვია და ისე ძლიერ ქაჩავდა,ჩემი თავი გამახსენდა, მოწევა რომ დავიწყე.ასეთ დროს ყველას ფსიქოლოგია ისეთია,რომ გონიათ ვინმე წაასწრებს.ზუსტად ასე იყო,მონატრებით ეწეოდა.
-დავბრუნდებით ოდესმე? , -ვთქვი და გაწვიმდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები