ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2018


ოდა მარტვილს

ჰაუ, რა სილამაზეა,
რა მათრობელა სურნელი,
თუ ამ ყველაფერს შეიგრძნობ,
დარჩები განუკურნელი.

მარტვილი არის სამოთხე,
ხედებს ამაყად გავცქერი,
სულ სხვა ეშხი აქვს კანიონს,
ისევ გიჟმაჟობს ჩანჩქერი.

მიწას დავკოცნი მადლიანს,
ჭყონდიდს ამშვენებს ტაძარი,
მის შუაგულში გიზგიზებს
თვით სიყვარულის ხანძარი.

ცეკვავენ გოგო-ბიჭები,
(ცეკვა არ არის მარტივი),
ისე მაოცებს ეს მხარე,
როგორც მუცო და შატილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები