ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ოქტომბერი, 2018


ბზარი

მყინვარის თავზე ბანაკს შლიან რუხი ღრუბლები.
უბერავს ქარი და სევდის სუნით გაჟღენთილი ჰაერი მოაქვს.
ცის ტირილს ელის ერთ მეტრზე მფრინავი,მოღალატე,მერცხლების გუნდი.
ღია სარკმელში მკაფიოდ ჩანს,არაფერი!
ქარის სინქრონულ ქროლვას ვერ გაუძლეს ფარდებმა და გრძნობები ცეკვაში გადაზარდეს.
მაგიდაზე "სტარტზე" მდგარმა ფურცლებმა,ოცნებებივით დაიწყეს ცვენა (რამოდენიმე დავიჭირე).
ღრუბელი ღრუბელს შეეჯახა.
საბრძოლო ბუკად მიიღო ბუნებამ ეს ხმა და შეტევაც არ დააყოვნა.
სახლის სახურავზე,ჯარისკაცთა მწყობრი ნაბიჯი გაისმა.
ცას მხარი ავუბი ცრემლის დენაში,ამ ყველაფერს კი მორიგ ბზარად ვაქცევ!
ფანჯრიდან გავიხედე,თაკარა მზე იყო,დღეს თხლად უნდა ჩავიცვა.
დავემშვიდობე,ლოგინზე მიჯაჭვულს და ხალხში გავედი.
მხოლოდ ბზარები გამომყვა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები