 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 3 ოქტომბერი, 2018 |
მეტროსთან ვიდექი და უაზროდ ვეწეოდი,ამ დროს მოვიდა ვიღაც, გამიღიმა და მეუბნება --ვაა ! როგორ ხარ ძმის გულო! სად დაიკარგე? მე გამიკვირდა და ეს აშკარად შემეტყო, ამიტომ ის შეტევაზე გადავიდა --ვერ მიცანი?..არა, მართლა ვერ მიცანი???... ვერა მეთქი, გავაქნიე თავი და ფიქრი დავიწყე.. სანამ ვფიქრობდი, ის განუწყვეტლივ ლაპარაკობდა..იხსენებდა თუ როგორ ვიფსამდით,როგორ ვჭამდით ერთად შემწვარ კარტოფილს, სადღაც, ღრმა ბავშვობაში...მერე როგორ შეუყვარდა კლასელი გოგო, როგორ შეხვდა შემთხვევით 20 წლის შემდეგ და როგორი სტრესი განიცადა, როცა ცუგრუმელა გოგონა ულმობელმა დრომ უცებ გოჭივით დედაკაცად აქცია, ის თურმე ქოშინებდა და ორ ბავშვს ანამუსებდა.....რომლების ანცობდნენ..ერთი მგონი პერაშკს ჭამდა? კარგად არც მომისმენია...თუმცა გინდაც მომესმინა..რა ხეირი! მე მაინც ვერ ვიხსენებდი! როცა ბოლომდე ამოვწურე სახეების ვირტუალური კართოტეკა ტვინში, გავჩერდი....ისიც გაჩერდა! არ ვიცი როგორ იგრნო ჩემს თავში მინდინარე პროცესები და უცებ დაიცაო.. კაი. მეთქი. მაინც ვიცდიდი და.... ამოაძვრინა უკანა ჯიბიდან ქუდი, ჩამოიფხატა და ასე მეკითხება" --აბა ახლა???? ახლა ხომ მიცანი! მე თვალები მოვჭუტე , უკვე ხათრით და ..მაინც რომ ვერ გავიხსენე???? ----აბა ახლა?? ---არ მეშვებოდა ის და სათვალე მოირგო....მერე გაიღიმა.. ...ღმერთო ჩემო! ასეთ იდიოტურ სიტუაციაში პირველად ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა...
ის კი .......პირი არ გაუჩერებია! ............................. დავიღალე. უკვე თავი მომაბეზრა! ახლა ის ყვებოდა როგორ დავლიეთ ვიღაც ქეთისთან სახლში, როგორ დავათვრეთ და მერე მამამისმა შემოგვიწრო....რომ გვაგინა.......როგორ ვჭამეთ ჩებურეკები და როგორ მოვიწამლეთ...როგორ ვიყიდეთ ჩინური ბოტასები!!!!!!!!!!!!!! .............. და მე უცებ მივხვდი რა უნდა ვქნა...ეს აზრი საიდან მომივიდა არ ვიცი..ეტყობა მეც მაგარი შენძრეული ვარ ---დაიცა...----ვუთხარი, მგონი გიცანი ხო! ეს შენ ხარ? მართლა??
მას უკვე მოეხსნა სათვალე, მოეხადა ქუდი, ახლა ის ფართედ იღიმებოდა და მგონი ჩახუტებას აპირებდა --ეს შენ ხარ ხო? შენი დედა...სადაა ჩემი ფული? ამდენი წელი გავიდა! რომ გასესხე შენი დედა.... სადაა??? ახლა დედას მ......ვ!
................... .....და ის გაიქცა..,,უკან არც მოუხედია..მხოლოდ მისი კურტკის შესაკრავის წკაპუნი მესმოდა....რომელიც ქამარზე ეხებოდა.............ამ არეულობაში ისე დაიბნა რომ სათვალე დაუვარდა..მე ის ავიღე და აქამდე ვინახავ...არ ვიცი რატომ..ალბათ იმიტომ რომ ..მახსენდება..შემწვარი კარტოფილი, ბავშვობა , ვინმე ქეთი........და კიდევ ის შეშლილი...................
ს.ნ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ხა!ხა!ხა! კარგად გამაცინე შვილოო ხა!ხა!ხა! კარგად გამაცინე შვილოო
9. "იმდენად ცუდია, რომ კარგიას" კატეგორიაშიც კი ვერ მოხვდა.
#0 "იმდენად ცუდია, რომ კარგიას" კატეგორიაშიც კი ვერ მოხვდა.
#0
8. იუმორის რა გითხრათ და ცოტა გული მეტკინა :)) დამაფიქრა იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი მეორესთვის,როცა მეორეს, მისი არსებობაც კი არ ახსოვს. ასევე, გული დამწყვიტა ოდესღაც სანატრელმა და მერე უკვე "გოჭივით დედაკაცად" ქცეულმა გოგომ, რომელიც, როგორც გამოდის მხოლოდ მისი ვიზუალის გამო უყვარდათ. რაც შეეხება" ბიჩ, სადაა ჩემი ფული", აქ არ გამაცინა.
ერთიანობაში, ყველაფერი რეალისტურია. ჩემი აზრით, უბრალოდ ჟანრია არასწორი. წარმატებას გისურვებთ :) იუმორის რა გითხრათ და ცოტა გული მეტკინა :)) დამაფიქრა იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი მეორესთვის,როცა მეორეს, მისი არსებობაც კი არ ახსოვს. ასევე, გული დამწყვიტა ოდესღაც სანატრელმა და მერე უკვე "გოჭივით დედაკაცად" ქცეულმა გოგომ, რომელიც, როგორც გამოდის მხოლოდ მისი ვიზუალის გამო უყვარდათ. რაც შეეხება" ბიჩ, სადაა ჩემი ფული", აქ არ გამაცინა.
ერთიანობაში, ყველაფერი რეალისტურია. ჩემი აზრით, უბრალოდ ჟანრია არასწორი. წარმატებას გისურვებთ :)
7. რავა ჩემი კომენტარივით სასაცილო დაგიწერა :))) რავა ჩემი კომენტარივით სასაცილო დაგიწერა :)))
6. არც ისაა, რასაც ელადა ელოდა და მედეასაც ვერ გაუმართლეთ მოლოდინი :)
მე ჯერ ვიფიქრე იმიტომ მოვიდა, რომ ბევრს ეწეოდით, ანუ სავარაუდოდ ნერვიულობდით და რადგან სათაური მეგობარია, უნდოდა ცოტა ხანი გაერთეთ, რომ ბევრი აღარ მოგეწიათ. :) და რადგან ასე ვფიქრობდი, ნებისმიერ სხვა გაგრძელებაზე გამეცინა :))))))))))
არც ისაა, რასაც ელადა ელოდა და მედეასაც ვერ გაუმართლეთ მოლოდინი :)
მე ჯერ ვიფიქრე იმიტომ მოვიდა, რომ ბევრს ეწეოდით, ანუ სავარაუდოდ ნერვიულობდით და რადგან სათაური მეგობარია, უნდოდა ცოტა ხანი გაერთეთ, რომ ბევრი აღარ მოგეწიათ. :) და რადგან ასე ვფიქრობდი, ნებისმიერ სხვა გაგრძელებაზე გამეცინა :))))))))))
5. მხოლოდ წერის სურვილს თუ შევაფასებ:( მხოლოდ წერის სურვილს თუ შევაფასებ:(
4. მხოლოდ წერის სურვილს თუ შევაფასებ:( მხოლოდ წერის სურვილს თუ შევაფასებ:(
3. ვერმოვიხიბლე, თქვენგან მეტს ვითხოვ.) ვერმოვიხიბლე, თქვენგან მეტს ვითხოვ.)
2. ხო, იუმორის დეფიციტია აშკარად ან ამ ნაწერში, ან ჩემში :) ხო, იუმორის დეფიციტია აშკარად ან ამ ნაწერში, ან ჩემში :)
1. არიან მევალეები, ნებისმიერ მოსახვევში ყელს რომ მოაჭრიან. შენი ვალი და ურიის) ნი იმე ზნაჩენიე.) არ არის ეს იუმორისტული, შენც კარგად იცი, ჩემო სერგეი. არიან მევალეები, ნებისმიერ მოსახვევში ყელს რომ მოაჭრიან. შენი ვალი და ურიის) ნი იმე ზნაჩენიე.) არ არის ეს იუმორისტული, შენც კარგად იცი, ჩემო სერგეი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|