ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2018


* * *

ახლაც ისევ ისე მტკივა მარჯვენა იღლის ფოსოში, როგორც სამი თვის წინ, როცა ეს დამიდგინეს...
მაგრამ ახლაც ისევ ისე მიხარია შენი დანახვა, როგორც იმ დროს, როცა არ ვიცოდი, რომ მტკიოდა.
გუშინაც ისეთივე აღსარება ვუთხარი ჩემს მოძღვარს, როგორსაც შენ გაცნობამდე ვეუბნებოდი.
ხვალაც გავუმეორებ, რომ მიყვარხარ
დედამიწა მუდამ იბრუნებს...
მე ჯერ ვიქნები და მერე აღარ ვიქნები, თუმცა ამით არაფერი შეიცვლება.
ვერც შეიცვლება, რადგან :
მე ხომ ისევ ისე მტკივა იღლიაში, როგორც მტკიოდა.
და მე ხომ ისევ ისე მიხარია შენი დანახვა
ჩემი სახლის  მერცხლებიც კი იგივე ბუდეში ბრუნდებიან , ყოველ წელს...
შენ იცი, რომ მე შენით ვსუნთქავ,თუმცა ხანდახან სუნთქვა მიხშირდება ...

მე ავად არ ვარ.
მე ავად არ ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები