ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2018


* * * (მე ხშირად მინდა, აქ რომ იყო,...)

მე ხშირად მინდა, აქ რომ იყო,
აი, ჩემს გვერდით,
მინდა ყველაფერს გიყვებოდე,
ან - ვიყოთ ჩუმად,
მე დღეს მჭირდება შენი მწამდეს
და მერე უკვე,
ხვალინდელი დღის არ მჯეროდეს
თუგინდა სულაც...

ბანალურია,
ვიცი, ახლა ამაზე ფიქრი,
და მითუმეტეს სიყვარულზე
საერთოდ წერაც,
არც კი არსებობს
სისულელე იმაზე მეტი,
არახდენილი წარმოსახვის თვითონ
რომ გჯერა....

არის ფრაზები,
ცხოვრებას რომ გიცვლის ხანდახან,
გონებასა და გულში თავის
კვალს რომ ტოვებენ,
ღიმილი ხშირად იმ ტკივილის
დასაფარია,
რის დავიწყებას
სწორედ ამ გზით ცდილობ ყოველდღე....

13.10.2018
ლიკა ოხანაშვილი








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები