 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 19 დეკემბერი, 2018 |
..გუშინ მშრალს ხიდზე გახლდით... ერთი მოფილოსოფოსო მეგობარი მოვინახულე, რომელიცა ვაჭრობს იქ, სხვადასხვა ხარახურით...
დავსხედით და დიდხანს ვსაუბრობდით სამყაროს ავ-კარგზე, ხანდახან კი მის აგებულებაზე, სტრუქტურაზე, გადავწვდით ნეიტრინოს, მისი თავისუფალი გარბენის სიგრძე თურმე 100 სინათლის წელია!!!!!!!....რაღაც მომენტში ბნელი მატერიაც მიმოვიხილეთ და ეს იყო მშვენიერი. უცებ, არა და როგორ ვერ შევაჩნიეთ? ვიღაცა უსაქმური , მშრალხიდელი, პროვოკატორი ღმერთიწამია მოგვიჩოჩდა და გამწარებული გვისმენდა, თან კრიალოსანსა მარცვლავდა, თავს აქნევდა და წვერს აცანცარებდა. შევწუხდით.
--ისა და...დავიწყე მე--იქნებ თქვენ, ჩემო მეგობარო, გაგვეცალოთ, ჰააა???? ჩემი მეგობარიც ამოყურყუმალავდა ფილოსოფიური საუბრის მორევიდან, ჩაახველა და რაღაცა უცენზურო ამოიღმუვლა. ახლა ჩვენ ორნი ვიყავით ერთის წინააღმდეგ..თუმცა ის ერთი არ იყო..ის სამი იყო!... მამა, ძე შვილი და სულიწმიდა..თან სამების საკათედრო ტაძარიც რომ უმშვენებდა გვერდს???? ...ანუ ის ღმერთის საელჩოში მუშაობს!!!!!!!!!!!!!....მე შევკრთი.
დროის კარგვა და დუმილი დამარცხების ტოლფასი იყო, ღმერთიწამია სწრაფად მარცვლავდა კრიალოსანს და იღიმებოდა. მშურდა რომ მას უდიდესი მოკავშირე ჰყავდა, ღმერთის სახით , ხოლო მე და ჩემს უბედურ მეგობარს კი მხოლოდ წმინდა ინკვიზიციის კოცონზე აგიზგიზებული მეცნიერები!!!!!!!!!!!!! ისე დემონსტრატიულად და ხმამაღლა ჩავახველე. რომ მოიღრუბლა.
----ძმაო ჩემო,--- მშვიდი ხმით დავიწყე მე, თან თვალი ჩავუკარი ჩემს გაშეშებულ და მშვილდივით მოზიდულ მეგობარს...-------ძმაო ჩემო, ფარისეველო ღმერთიწამიავ, ჩვენ ვსაუბრობდით იმ ნონსენზე რომ ბიბლიაში არაფერია მოხსენიებული სამყაროს შექმნაზე....იქ მხოლოდ დედამიწის შექმნა განიხილება.......იქნებ გაგვარკვიოთ ? ან თუ ვერა, იქნებ ...გააჯვათ აქედან!!!!!!!!!!!!!!!!
ჩემს მეგობარს ღიმილი შეჰყინვოდა სახეზე.....
............ ის ღმერთიწამია შეშფოთდა.....მეტი ალბათ აღარც იყო საჭირო, ამ ფრაზამ დაზაფრა...ის სამ მეოთხედზე შეტრიალდა და წასვლა დააპირა..მე დრო ვიხელთე და ულმობლად კიდევ ერთი რეპლიკა ვტყორცნე.
---უფალი გფარავდეს, ძმაო ჩემო და გალილეოს, ჯორდანო ბრუნოს და სხვათა ცოდვა მოვინანიოთ ჯერ , მერე ბნელი მატერია რა იყო და ბნელი მორწმუნეების ქმედებანი გავიხსენოთ....წმინდა ინკვიზიცია..გეცნობა?
....ის გარბოდა უკვე ,ნერვულობისაგან გაწყვეტილი კრიალოსანის მარცვლები ხიდზე გორავდნენ....მე ყველა ავაგროვე და მტკვარში გადავყარე. აქ უკვე უამრავი რუსი ტურისტი დადის და ფეხი რომ წამოკრან?? რომ დავარდნენ?? თავი რომ გაიტეხონ??? რომ მოკვდნენ???..უუჰ..უფალმა დალოცოს ერთმორწმუნე ერი.....
ს.ნ.2018
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კომერციაში მოიკოჭლებთ გეტყობათ
უნდა მოგეგროვებინათ კრიალოსნის მარცვლები და სუვენირებად გაგეყიდათ იმ რუს ტურისტებზე :)
გამიფუჭა ხასიათი ამ არაკომერციულმა ქმედებამ
მოკითხვა სერგეის
პ.ს. რას შვრება პპმ? ის მაინც ბრუნავს გალილეო გალილეისა და მაკარევიჩისა არ იყოს? კომერციაში მოიკოჭლებთ გეტყობათ
უნდა მოგეგროვებინათ კრიალოსნის მარცვლები და სუვენირებად გაგეყიდათ იმ რუს ტურისტებზე :)
გამიფუჭა ხასიათი ამ არაკომერციულმა ქმედებამ
მოკითხვა სერგეის
პ.ს. რას შვრება პპმ? ის მაინც ბრუნავს გალილეო გალილეისა და მაკარევიჩისა არ იყოს?
1. არ ვიცი რა შთაბეჭდილება დამრჩა, ალბათ ის, რომ ავტორი მეცნიერებაშია ჩახედული. და ერთი კითხვა დამებადა: ზოგადად, მორწმუნე უფრო მშვიდია თუ ურწმუნო?
სამეცნიერო - დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ და ყველა მეცნიერი აღიარებს, რომ რომელიმე ერთ აღმოჩენას უამრავი ახალი კითხვის ნიშანი მოყვება. მოდით, ვიფიქროთ, რომ ამ კითხვებს იქით ღმერთი იმალება.ასე ცხოვრება უფრო ადვილია. :) არ ვიცი რა შთაბეჭდილება დამრჩა, ალბათ ის, რომ ავტორი მეცნიერებაშია ჩახედული. და ერთი კითხვა დამებადა: ზოგადად, მორწმუნე უფრო მშვიდია თუ ურწმუნო?
სამეცნიერო - დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ და ყველა მეცნიერი აღიარებს, რომ რომელიმე ერთ აღმოჩენას უამრავი ახალი კითხვის ნიშანი მოყვება. მოდით, ვიფიქროთ, რომ ამ კითხვებს იქით ღმერთი იმალება.ასე ცხოვრება უფრო ადვილია. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|