ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2018


პარიზს

ჟანა, უთხარი სენის ნაპირებს,
რომ საფრანგეთში ჩასვლას ვაპირებ.
გააგებინე მაღალ ეიფელს,
მალე მთელს პარიზს ავაქეიფებ.

ჩაუჩურჩულე მულენ რუჟს ყურში,
სთხოვე ინტრიგა ჩააგდოს ლუვრში:
"მოდის, ვინც ნამდვილ ზეიმს გვიჩვენებს!.."
ხმა მიაწვდინე, ლევილშიც, ჩემებს.

სიტყვა ჩაუგდე ბურბონში მდიდრებს,
მიაშურეთ-თქო ელისეს მინდვრებს,
იქ დამხვდეს ტრიუმფალური თაღი,
და ლუქსემბურგის იქ იყოს ბაღიც.

ყველას აცნობე, მოდის-თქო მალე,
კონსერჟერიას, სენ-ჟაკს, გრან-პალეს.
და რომ ჩამოვალ,
შენი თანხლებით
სიტეზე ნოტრ-დამს მივეახლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები