ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 ოქტომბერი, 2018


მორის ფოცხიშვილზე

ტკივილი

,,გული მტკივა!“ - რომ სთქვა ცივად,
ცოტა უხერხულია, -
გული ახლა ყველას ტკივა,
ყველას, ვისაც გული აქვს.

ჩუ! ხომ ხედავ, ვრცელ ქვეყანას
უფრო დიდი წყლული აქვს, -
გულიც უფრო სტკივა, მაგრამ
ხმას არ იღებს სრულიად.

ჩიტი გალიაში რჩება,
თუმც ღია აქვს გალია, -
რა თქმა უნდა, ყველა კვდება,
ყველა, ვინც ცოცხალია.

ყველა მიდის, როგორც ხედავთ,
რადგან ყველას გული აქვს, -
ალბათ დიდხანს აქ დარჩენა
ცოტა უხერხულია.

მორის ფოცხიშვილი

ეჰ, ბატონო მორის... ადრე თუ გვიან ყველანი უფალთან მივდივართ, მაგრამ ახალგაზრდების სიკვდილი უსამართლობაა. არა, სიკვდილი არა... გარდაცვალება. კარგი ადამიანები ნაადრევად მიჰყავს უფალს თავისთან, ალბათ უფალსაც კარგები უნდა თავისთვის, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ - ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა რომ დიდხანს გვყავდეს გვერდით ჩვენი მოყვასი.

შენც ნაადრევად წაგიყვანა უფალმა თავისთან კარგო პოეტო, 63 წლის იყავი. 63 წელი არ არის ბევრი. 1980 - იანი წლების ბოლოს ეროვნულ - განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყავი ჩართული. ამის დადასტურებაა შენივე ლექსი „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვენი და რომელზეც კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა უკვდავი სიმღერა დაწერა.

მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ, ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება მოხდა. შემდეგ იყო სახელმწიფო გადატრიალება, სამხედრო კრიმინალური გადატრიალება (პუტჩი), შემდეგ ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი. ამ ყველაფერს შენმა გულმა ვეღარ გაუძლო და 63 წლის ასაკში შეწყვიტა ფეთქვა 1993 წელს.

დაბოლოს, შენზე დაწერილი ლექსით მინდა დავასრულო:

დაგესესხები...

„ცოცხალ დედინაცვალს
მკვდარი დედაჩემი მირჩევნია“.

მორის ფოცხიშვილი

დაგესესხები კარგო პოეტო,
მიჭირს... აღარ მყავს დედა-მშობელი,
თუმც მისი შვილი დღემდე ვპოეტობ,
მზეც აღარ მათბობს მანათობელი.

დედინაცვალი (დაგესესხები)
მართლაც ვერ მივა დედასთან ახლოს,
ვიდრე ვამაყობ შენი ლექსებით,
ჩემი გამზრდელიც ამ გულში სახლობს.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები