ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2018


შავლეგ შენი შავი ჩოხა ბიჭო...

"შავი ჩოხა და გიხდებოდა" ამბობობენ შავლეგ,
ჟამსა მოსვლისა მტერსა ზედა, შეიბ მახვილი!
შენი ლეკვები იზრდებოდნენ უმამოდ ალგეთს,
ჩასძინებოდა დედას ცეცხლთან თვალებ გახელილს..
"მტერთან ბრძოლა და გიხდებოდა" ამბობენ შავლეგ...
როს შემუსრილი მტერის შენგან დადგა გორები,
ვეღარ გითვლიდნენ ბრძოლის ველზე ჭრილობებს რამდენს...
ხანდაზმულები, უხუცესნი, შენი ტოლები...
"მაშველი აღარ გჭირდებოდა" მღერიან შავლეგ,
მიაგელვებდი შავ ცხენს და მტერს, თავსზარს დასცემდი.
და შენი შიშით არ ეძინა ვინიცის რამდენს,
ან რამდენის ცოლს არ შეაშრა თვალზე ცრემლები.
და ვინ იყავი ბიჭო ნეტავ დედასა შენსას,
სატრფოს შენსასა ყველა ქალი გენაცვლა აგრემც
ვინც შენ როდისმე ნეტარების ბანგი შეგასვა
ან დაგიშანთა ცხელი კოცნით ლოყა და ბაგე...
"ყაწიმები და გიხდებოდა" ამბობენ შავლეგ. ..
როს შენი ცხენი იმ ბრძოლიდან მარტო დაბრუნდა,
ქალ-რძალმა, შენმა სწორფერებმა თმა გაიშალეს
და იდგნენ ზარად. ანგელოზთა გუნდი გალობდა
იქ, ცათაშინა .
და შავი კაბა უხდებოდა შენს სატრფოს შავლეგ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები