ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 ოქტომბერი, 2018


,,თამთა“ და ,,ლილე“ - სახელები, რომლებიც გრიგოლ აბაშიძემ შემაყვარა

თამთა

მინდორ-მინდორ, ალაგ-ალაგ,
ქარაფ-ქარაფ, მთა-მთა,
შენს ნაკვალევს დავეძებდი,
შენს ნატერფალთ თამთა.

თვალწინ მიდგას კვლავ ციმციმი
მაგ ეშხიან თვალთა,
ოცნებაშიც მიკოცნია
ლამაზების კალთა.

ისევ ისე რწმენით ვდგავარ
სიყვარულის კართან,
თუმც კვლავ მიწევს გამკლავება
წვიმასთან და ქართან.

გულში დღემდე სიხარულს ვგრძნობ,
მწამს, ყოველთვის მწამდა,
ვით მზე, ცეცხლი სიყვარულის
სიზმარშიაც მწვავდა.

მწერალ-კრიტიკოსმა სოსო სიგუამ მითხრა: ,,შენს ამ ლექსში გრიგოლ აბაშიძის გავლენა იგრძნობა“-ო. მართალია ბატონი სოსო, როგორც ყოველთვის. ჩემს ამ სტრიქონებში იმიტომ იგრძნობა გრიგოლ აბაშიძის გავლენა, რომ თვითონ გრიგოლმა შემაყვარა სახელი ,,თამთა“, თავისივე რომანიდან ,,ლაშარელა“.

თუ არ ვცდები, 20 წელს გადაცილებული ვიყავი, გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანი ,,ლაშარელა“ რომ წავიკითხე, მანამდე მხოლოდ ლექსები მქონდა წაკითხული.

ამ რომანში თურმან თორელს ივანე მხარგრძელის პირმშვენიერი ასული – თამთა უყვარს, ისევე როგორც თურმანის ბიძაშვილს – შალვას.

გრიგოლ აბაშიძეს ლექსების მთელი ციკლი აქვს შექმნილი, რომელსაც ,,თურმან თორელის ლექსებიდან“ უწოდა, თითქმის ყველა ლექსი თამთას ეძღვნება. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

,,მე იმ დღეებს ვერ ვივიწყებ,
იმ გაფრენილ წამთა,
როცა ცაში მიუწვდომლის
სიახლოვე მწამდა.

ახლა ვდგავარ შავ უფსკრულთან,
პირდაღებულ ხრამთან,
თამთა, სად ხარ, საოცნებო,
გაფრენილო თამთა?!

გაზაფხული ვეღარა სძლევს
სულში ჩამდგარ ზამთარს,
მე უშენოდ დარშიც მყინავს,
თამთა, თამთა, თამთა!..

შენს საძებრად ღრუბელივით
ხევ-ხევ ვივლი, მთა-მთა,
ცხრა მთას იქით დაკარგულო,
თამთა, თამთა, თამთა!“..

რაც შეეხება ,,ლილეს“, ,,ლილე“ ლაშა-გიორგის უკანონო ცოლს ჰქვია. დანარჩენს ჩემი ეს ლექსი ამბობს:

ლაშარელა - ლილეს

გრიგოლ აბაშიძის რომანის ,,ლაშარელას“ მიხედვით.

ჩემი შველი ხარ ლილე,
მიყვარხარ... თანაც როგორ,
მჯერა: მაჩუქებ შვილებს
ველისციხელი გოგო.

მე - ლაშარელას შენი
მქვია ერთგული ქმარი,
სიცოცხლე ისე გშვენის,
როგორც ორფეოსს ქნარი.

შენგან შვილები მინდა,
ან თუნდაც ერთი შვილი,
სიყვარულივით წმინდა,
შენი მკერდივით თბილი.

შურთ შეყვარებულ წყვილებს,
თვალს სჭრით ფერები მუქი,
მე კი მაცოცხლებს ლილე
ემაგ თვალების შუქი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები