“ იჯდა კაცი სამოცდაათს მიტანებული იჯდა ტბის პირას შაბათის დილას ველოსიპედი ედო გვერდით, თამბაქო... ყავა. გულის ჯიბეში ქალის ფოტო, ( სმას თავი დაანება) ახლა მეთევზეა, თითქოს ტბის პირას სიკვდილს ელისო. მხოლოდ ეს არის? ქალის გვერდით, ქრისტეს სურათი არ დაავიწყდა.”
ბადის შიგნით სამი თევზი იყო, ჰაერგამომშრალი და უიმედო, ლამაზი და ქვირითიანი. ბადე წყალში, ცხადია თევზიც იქვე. უარა წრეზე უცხო, -მეოთხე თევზმა ბადეს, ჯერ დაყნოსა, მერე ცხვირით დაეჯახა,ვერ გაუმკლავდა, დაღონებული ფარფლის ზერელე მოსმით სიღრმეს შეუყვა. განა , იმ თევზს სიკვდილი ეწადა? განა , ნაუევიჩს არ განუცდია თავისუფლების დაკარგვა?სიყვარულისა? ვინ იცის, იქნებ ბადეში, ე, იმ თევზის ქვირითის დედა იყო გამომწყვდეული, ან ის ვინ იცის,ნაუევიჩი რამ დააღონა, რამ დააფიქრა. კარგი მეთევზე თევზებს იჭერს, ბადეში ამწყვდევს, სახლში მიაქვს და მერე ამბობს, ის ერთი, პატარა იყო, ის საწყალი, ისევ წყალსაო. ( მეთევზეებს და მონადირეებს ხომ ერთნაირად გამოსდით ტყუილი)
იდგა ნაუევიჩი, ანკესიც ვერ გადაისროლა, ხან ხეს მოედო, ხან ღონე დააკლდა, ბოლოს გადაისროლა, შორს... თავზე ხელი მოიფხანა, “ ჭიაყელის მობმა დამვიწყებია” თქვა ხმამაღლა, ბაყაყის ხმამ მზერა ბადისკენ შეუბრუნა, გზაზე აღმართი უჩინარმა სტვენა-სტვენით აიარა, თამბაქო მოიძია სველ ჯიბეებში, ამოარჩია ოდნავ მშრალი( დანარჩენი მზეს მიუფიცხა) ეს ესაა უნდა მოუკიდოს, პირველი “ნაფაზი” იგრძნოს მისმა მშიერმა სხეულმა, შეყოვნდა: “ მე მეთევზე ვარ, მატყუარა, დაჭერილ თევზსაც ვაბამ ანკესზე, რომ გამიმაგროს რწმენა,ღირსება, მეთევზეებში...
მეთევზეებად არ ვიბადებით, არც მეომრებად, პალადინებად, პოეტებად? ეს შესაძლოა. სიყვარულია თავი და თავი, ამოცნობაა თავი და თავი, გამკლავებაა... (ჯამში აბსურდი)
რამ მნიშვნელი აქვს შიგნით თუ გარეთ? რაღა აზრი აქვს ბადეს, წყალს მაშინ, თუ ორივეგან ერთნაირი ხარ?! “ ანკესი დაკეცა, გადააფურთხა, ჭიაყელები წყალში მოისროლა, იმ იმედით, რომ ის მეოთხე თევზი დანაყრდებოდა.
“ მარტივია ადამიანის ბუნება, თევზს შეუძლია ჩაგაფიროს,ჩამოვარდილ ფოთოლზე გული გწყდება, ყველაფერი რაღაცას გახსენებს, ან შენ ამსგავსებ, იქნებ ის თევზე ჩემზე ძლიერია? ვინ იცის... ყველაფერზე. ყველფერზე შეიძლება დანაღვლიანდე, ალბათ ესაა გული...
მიდიოდა ნაუევიჩი,ცარიელი და მწყურვალი, მხარზე ედო ხურჯინი- არაფრით სავსე, მაგრამ გონება ნათელი, გული სიყვარულით სავსე.
რა დაიჭირეო, წამოაძახეს გზა და გზა, თავს ვანებებ მეთევზეობას, დაჭერით კი მოგონება დავიჭირეო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. 1) საერთოდ აქვს სახლი?:) მადლობა. რომ ვაღიარო, გამიკვირდა კიდეც) 1) საერთოდ აქვს სახლი?:) მადლობა. რომ ვაღიარო, გამიკვირდა კიდეც)
5. დავით,
ვერ გავიგე, რა 17 წელი მიუსაჯეს იმ გოგონას მკვლელს? ჯერ ეხლა დაიწყო გამოძიება და სასამართლომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა პატიმრობის სახით. ანუ ეს წინასწარი პატიმრობაა გამოძიების მსვლელობის დროს. სასამართლოს მთავარი სხდომა მინიმუმ სამი თვე არ გაიმართება, სანამ გამოძიება არ დასრულდება და საიდან მოიტანე რომ 17 წელი მიესაჯაო? არასწორ ინფორმაციას ფლობ აშაკარად.
დავით,
ვერ გავიგე, რა 17 წელი მიუსაჯეს იმ გოგონას მკვლელს? ჯერ ეხლა დაიწყო გამოძიება და სასამართლომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა პატიმრობის სახით. ანუ ეს წინასწარი პატიმრობაა გამოძიების მსვლელობის დროს. სასამართლოს მთავარი სხდომა მინიმუმ სამი თვე არ გაიმართება, სანამ გამოძიება არ დასრულდება და საიდან მოიტანე რომ 17 წელი მიესაჯაო? არასწორ ინფორმაციას ფლობ აშაკარად.
4. მომეწონა :) ცარიელი და მწყურვალი რომ იყო, მაგრამ გონება - სინათლითა და გული სიყვარულით სავსე, მწყურვალიც გაძლებს და მშიერიც ;) მომეწონა :) ცარიელი და მწყურვალი რომ იყო, მაგრამ გონება - სინათლითა და გული სიყვარულით სავსე, მწყურვალიც გაძლებს და მშიერიც ;)
3. "ყველაფერზე შეიძლება დანაღვლიანდე", "არაფერზეც"მინაღვლია:) კი, ეგ უნდა იყოს გული:)<3 ქულას რა ფასი აქვს, მაგრამ იყოს მაინც+5
პატივისცემით, ანა. "ყველაფერზე შეიძლება დანაღვლიანდე", "არაფერზეც"მინაღვლია:) კი, ეგ უნდა იყოს გული:)<3 ქულას რა ფასი აქვს, მაგრამ იყოს მაინც+5
პატივისცემით, ანა.
2. როგორი პოტური პროზა იყო :)
როგორი პოტური პროზა იყო :)
1. ფილმიდან კადრს გავს.....) საინტერესოა სახლში თუ ელოდება ვინმე? ფილმიდან კადრს გავს.....) საინტერესოა სახლში თუ ელოდება ვინმე?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|