ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ოქტომბერი, 2018


ია (იათამზე) ალავერდაშვილის შესახებ

იათამზე ალავერდაშვილი ვაჟა-ფშაველას ჯიშ - ჯილაგიანი, კარგი კაცისა და ძალიან ძლიერი პოეტის - ლევან ალავერდაშვილის შვილია. იათამზეს უყვარს სიცოცხლე, უყვარს სამშობლო, უფალი და ადამიანი. იათამზე გაცნობისთანავე გახდა ჩემი მოყვასი, ჩემი ეს ერთი სტროფი სწორედ ამის დადასტურებაა:



იათამზევ...



კარგი კაცის და პოეტის შვილო -
უფლება არ მაქვს რომ არ მიყვარდე,
ვიდრე ვარსებობ, ყოველთვის ვცდილობ
ვინც მიყვარს - აღარ გადამიყვარდეს.


იათამზე ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ იგი ლევან ალავერდაშვილის შვილია. ლევანისნაირი კაცები და პოეტები სიცოცხლეშივე უნდა დავაფასოთ.

დაბოლოს, ისევ ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:



იათამზე ალავერდაშვილს



ქუჩას თმაგაშლილი მიუყვები,
ციდან ვარსკვლავები გიღიმიან,
გულში სიმღერის ხმა რომ ჩაგესმის, -
შენი საქართველოს ღიღინია.

ქუჩას მარტოდმარტო მიუყვები,
შენთან მთვარის შუქზე ცეკვა მინდა,
თუგინდ ხმადაბლა და მოკრძალებით
ლექსი წავუკითხოთ ჩვენს მთაწმინდას.

ერთად ვეზიაროთ უკვდავებას
ფოტოს გადაღებით გალას ძეგლთან,
ვაჟას საფლავიც არ დავივიწყოთ,
თუმცა სიტყვა ძლიერ გამიგრძელდა,

ჩვენგან გენიოსთა საფეთქლები
არ მიეცემიან დავიწყებას,
თბილისს შევუძახოთ მთაწმინდიდან,
ვიდრე ჩემი გულიც დაიწვება.


ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები