ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2018


ღვინობისთვე

ბარბაცით მიდის ღვინობისთვე, უკვე აცივდა,
იჭურმარანა შემოდგომამ ჯამით, ხელადით.
ჯერაც ინახავს მიწა სითბოს მჭირნე კაცივით,
მზემ რომ დატოვა, ზამთრის პირის გამოჩენამდე...
თავს დავხარიო -ბარაქამ თქვა, ხვავიც ხმიანებს,
გამწკრივებულან ძმები-ძნები სარჩოდ საქონლის.
კარგი იქნება ზამთარი თუ დაიგვიანებს,
ამ მოსავლისა მიწას კიდევ აქვს მოსაყოლი...
მთვარეც სავსეობს და ჩამოჰგავს პირმრგვალ ხაჭაპურს,
დაიწურება ყურძენივით ეს თვეც ღვინობის.
წელი გამართა კარმიდამომ, კარგად ნაჯაფმა,
და სახლიკაცსაც გზად შეუძღვა საღიღინოში!
24.10.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები