ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ოქტომბერი, 2018


არა

იყო და არა იყო რა. იყო ერთი ყველასგან უარყოფილი, მარტოსული არა. არავის უყვარდა არა, მაგრამ მაინც ხშირად იყენებდნენ და მიატოვებდნენ ხოლმე. არა რჩებოდა შუა უდაბნოში დაკაგული ბედუინივით, ოაზისის ძიებაში წყურვილმოუკლავი, ყელგამშრალი, ნირწამხდარი...
ერთხელ გაბედა და ღმერთს საყვედური ჰკადრა მარტოობისთვის, ღმერთმა მას თიხისგან პირმშვენიერი კი გამოუძერწა. ჩაჰკიდა ხელი არამ კის. მათ ურთიერთობას ღმერთმა არაკი დაარქვა.
მას შემდეგ სამყაროში ყოველ არას თავისი მეორე ნახევარი კი ჰყავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები