ველია გასავლელი, ჭიშკრებია გასავლელი და ვინ იცის,სად რომელი მასპინძელი, ანუ მენძელი შემოუძახებს:
“ ჩემო მეგობარო, ნაუევიჩ, ღვინოცაა, პურიც, მარილიც, ჩემი ცოლი თეთრი ხელებით, წინსაფარშემოკრული ტრიალებს, ისღა აკლია, შენ შემოხვიდე. დაღლილ-დაქანცულ ხალხს სულ უფრო მეტად უხდება ეს ყველაფერი. აი იმ, მსხლის ხეზე მიაყუდე ეგ შენი ორბორბალა, ეზო მინახე, ვაზი შემიმოწმე, ჭის სიღრმეს მოვუმატე, სახლს ოთახი მივუშენე, ბოსელი ორად ვაქციე, ყანა შემოვღობე, სხვას გავუწილე, ხე დავრგე მერამდენე, მკვდარიც დავმარხე, ანუ მიწა მივაყარე და ცხედარზეც ბევრი ვიტირე. მაგრამ ჩემი გული? გული ვეღარ დგება საგულესა, ამ ჩემს გულს ვეღარ ვუმკლავდები. იქნებ ამ სიბერეში შენი მითხრა, უკვე ათასჯერ თქმულ-დავიწყებული. აბა, ჩვენ, სხვას ვის უნდა ველოდოთ აწი? “
ნაუევიჩი ყველგან ნამყოფი იყო, თავის მიწაზე. სიახლე დრომ არ იცის და ამას ფიქრობდა. მიუხედავდ მისი ფიქრებისა, სურვილებისა, სხვანაირი იყო ის დღე. არც მეზობელი, არც წისქვილის ხმა, მიდიოდა და ლამისაა დაღლილი და გამხდარი ფეხები მოსწყდესო,ველოსიპედს მიათრევს, ვიდრე თავის თავს. “გზაზე უეცრად გადაეღობა, სწორი იქნება,თუ კი ვიტყვით, მეზობლის ბოსტნიდან გამოიქცა, მეზობლის კიტრით, პატარა ბიჭი, შავთვალება, ხუჭუჭთმიანა. გადაეღობა გზად მომავალს, ღეჭვა-ხრაშუნით თან შეაგება: დამსვი ძია, განა შორს წავალ?”
ნაუევიჩმა ოდნავ დაამუხრუჭა, ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა, ბორბლებმაც მისი უნიათობით თავისი ქნეს და შეჩერდნენ. გამოხედა, იცნო. - შენ ფრიდონის ბიჭი არ ხარ? - კი- თქვა ბიჭმა და კიტრი გულიანად მოკბიჩა.- დამსვი ძია. - მამაშენი ხომ მეთევზე იყო? - დიდ თევზებს იჭერდა. შენ რა დაიჭირე. მამაჩემი გჯობს. - მამაშენი, თუ სწორად ვიცი... - მამაჩემი თევზაობისას ცუდად გახდა, დედა ამბობს გული ტკიოდა, მერე ტყეში დაეძინა და მგლები დაესივნენო. მე კი მგონია დინებას გაუყვა, ალბათ თავი მეზღვაური ეგონა. არ მინდა ველოსიპედი.
ბიჭი გაბრუნდა. ნახევარი კიტრი ზურგსუკან მოისროლა.
ნაუევიჩი იდგა და ელოდა, რას თვითონაც არ იცოდა. შემდეგ გაუყვა აღმართს, ფეხით. ველოსიპედს ხელით მიათრევდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მეც დავიბენხლართე სიმართლე რომ ვთქვა :)
თავი აღარაფერი ეგონა არა რა :( ასე ნუ გაიმეტებთ უბრალოდ არ უნდოდა თავისი ნების საპირისპიროდ ცურვა და ესაა ანა ვწუხვარ მეც დავიბენხლართე სიმართლე რომ ვთქვა :)
თავი აღარაფერი ეგონა არა რა :( ასე ნუ გაიმეტებთ უბრალოდ არ უნდოდა თავისი ნების საპირისპიროდ ცურვა და ესაა ანა ვწუხვარ
4. დათო, გეთანხმები, თუმცა გარკვეული და ხშირად კონკრეტული გარემოებები განაპირობებენ ამ ამბავს. ძალიან ახლობელ ადამიანს შეუმჩნეველი არ დარჩება... სულ თუ ვერ, ნაწილი მაინც ამ გადაწყვეტილების. მე ასე ვფიქრობ, თუმცა იქნებ ვცდები კიდეც. ამაზე მსჯელობა, არც აქ და არც ასე არ გამომივა, ოდესმე თუ გადავეყრებით სადმე, მერე გავიხსენოთ.:) დათო, გეთანხმები, თუმცა გარკვეული და ხშირად კონკრეტული გარემოებები განაპირობებენ ამ ამბავს. ძალიან ახლობელ ადამიანს შეუმჩნეველი არ დარჩება... სულ თუ ვერ, ნაწილი მაინც ამ გადაწყვეტილების. მე ასე ვფიქრობ, თუმცა იქნებ ვცდები კიდეც. ამაზე მსჯელობა, არც აქ და არც ასე არ გამომივა, ოდესმე თუ გადავეყრებით სადმე, მერე გავიხსენოთ.:)
3. კი ნინო, აქვს პირველი ნაწილი. ეს ისეთი არაფერი, “ შემომეწერას” ამბავია)) ახლა შეცვლილად დევს ეს თავი და წაიკითხე. ანა, იქნებ სწორედ იმიტომ , რომ სული ვერ დაეტია. კაცმა არ იცის, ეს მომენტი. სხვამ, გარდა იმ ერთისა, რატომ და რისთვის. კი ნინო, აქვს პირველი ნაწილი. ეს ისეთი არაფერი, “ შემომეწერას” ამბავია)) ახლა შეცვლილად დევს ეს თავი და წაიკითხე. ანა, იქნებ სწორედ იმიტომ , რომ სული ვერ დაეტია. კაცმა არ იცის, ეს მომენტი. სხვამ, გარდა იმ ერთისა, რატომ და რისთვის.
2. 'მე კი მგონია დინებას გაუყვა, ალბათ თავი მეზღვაური ეგონა." მამაჩემი კი დინებას იმიტომ გაუყვა, რომ თავი აღარაფერი ეგონა, რომ საპირისპიროდ ცურვა არ/აღარ უნდოდა. ეს არის სინამდვილე. +5 `მე კი მგონია დინებას გაუყვა, ალბათ თავი მეზღვაური ეგონა." მამაჩემი კი დინებას იმიტომ გაუყვა, რომ თავი აღარაფერი ეგონა, რომ საპირისპიროდ ცურვა არ/აღარ უნდოდა. ეს არის სინამდვილე. +5
1. დავით, კონტექსტიდან ამოგლეჯილივით წავიკითხე, პირველი ნაწილი ალბათ აქვს , ხომ ? დავით, კონტექსტიდან ამოგლეჯილივით წავიკითხე, პირველი ნაწილი ალბათ აქვს , ხომ ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|