ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2018


აქანდაზი

კაფის კუთხის მაგიდასთან,
რანდევუ მაქვს, ველი მუზებს,
თვალს ვაყოლებ ფანჯრის მიღმა
მეეზოვეს, მოფუსფუსეს...
აქანდაზზე ვაპირებდი,
ჩემებური ლექსი მსურდა,
მაგრამ, როგორც ზამთრის ღუმელს,
უჭირდა, არც ისე ხურდა,
მუზას მსხვილად დაენანა,
მომიყარა მხოლოდ ხურდა...
ვიჯექი და თან ვფიქრობდი,
მე იმ სუფთა აქანდაზზე,
დარდიანი ამბები რომ
გავუყარე მხოლოდ, გზაზე.
თვალზე ცრემლს რომ შემოუსწრო,
ყველა ის წამი და წუთიც,
მაგრამ მანაც არ დამინდო,
არ იკმარა მხოლოდ ცუდი.
კარგსაც ყველას ისაკუთრებს,
რეალურს, თუ გულში ნადებს,
საერთოდაც არ თაკილობს,
წვრილ, თუ პაჭა-პუჭა ამბებს.
შავთან ერთად ფერადი და
მსხვილიც არასად ავიწყდება,
სიყვარულს გავუხსნი გულს,თუ
პერანგს ღილი ამიწყდება...
ვზივარ კაფის თბილ კუთხეში,
ჩემთვის მწარედ მეცინება,
რომ ტკივილიც დავღალე და
მგონი ჩემში ეძინება.
ახლა უფრო დიდი კუშის
მოსახსნელად ემზადება,
მე სიბერეს ვმშობიარობ,
ის კი ელის დაბადებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს