ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ნოემბერი, 2018


ფერეიდნელი ქართველების შესახებ

ფერეიდნის ქართველობა სილამაზით არავის ჩამოუვარდება... მათ თვალებში მზის სხივი უდგათ, საქართველო უბრწყინავთ. ფერეიდნელი ქართველი ქალები თამარ შვიდმნათობიერის სადარნი არიან.

.............................................................................

2006 წელს წილად მხვდა ბედნიერება ერთ ფერეიდნელ ქართველს გავსაუბრებოდი... ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი პატრიარქის სიტყვებში: „ფერეიდნელ ქართველებში სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულია“.

ოთხი წლის შემდეგ იყო ფერეიდნული პოეზიის საღამო თბილისში „ლექსები ფერეიდანზე“. ეს იყო მართლაც ისტორიული საღამო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ!

ჩემი დღიურიდან

ფერეიდნელი ქართველის მონოლოგი

ფერეიდნიდან გურჯისტანში როცა ჩავდივარ
ძგერას უმატებს სიხარულით თანდათან გული,
სიყვარულით და ამავე დროს რწმენით დავდივარ,
ქართველების მზით მიხარია ვარ გათანგული.

ფერეიდნიდან გურჯისტანში როცა ჩავდივარ
ვკოცნი ცრემლებით მორწყულ მიწას როგორც ღიღილოს,
ვიცი: გიყვარვარ ქართველობავ... შენი დარდი ვარ,
სანამ მოვკვდები, ბედნიერი მინდა გიხილო.

ოთარ რურუა

კითხულობს: თეა თაბაგარი https://www.youtube.com/watch?v=z8fipSnuTiw&index=37&list=PLdvmaueOfJW6T52MaW6pH6kNlxdce2gMt

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები