ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2018


საკრიმანჭულო

მიიკლაკნება კვამლი ბუხრიდან,
ცეცხლის ენების ცისკენ წამღები.
გამოდის ბებო ძველი „ქუხნიდან“
კრუხ-წიწილების დამტუსაღები.
ასდის წინსაფარს სუნი მწვანილის,
კარგად შეკმაზულ ქინძის, წიწაკის...
მიდგებ-მოდგება, ეზოს დაივლის,
მეზობლის ქალთან გადაიძახებს...
არხევს ნიავი ჩამოსაბერტყად
დახუნძლულ ტოტებს, კუჭამსხლებიანს.
ბებომ თვითონვე დაითავბედა
იყოს ყველაზე ტკბილი ბებია...
გამოუვსია პირი ნალიას,
ერთობა ნადი ნარდის "დუბეშით".
ვაშლებს, ლოყაზე წინწკალ-ხალიანს,
ვინცხა ბაღანა იყრის უბეში...
წყალთან ძველ ამბებს ყვება წისქვილი,
დაფქვა დოლაბმა, გაცრა საცერმა.
შემწვარ ტაბაკას წვენი ისრიმის
მოუხდებაო, - სახლიკაცებმა...
უკვე თუხთუხებს ცეცხლზე კარდალა,
ითხოვს პალატი ღვინოს ნაჭურალს...
უნდოდა ღამეს ეზოს გადავლა,
თუმცა, დარჩა და იკრიმანჭულა...
      06.11.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები