ნაწარმოებები



ავტორი: დ. /
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 ნოემბერი, 2018


ის გენიალური მომენტი* * *

ზოგი ფიქრობს რომ ვინც წერს ყოველთვის მეოცნებე და პოეტურია,
გუშინ მეც ვოცნებობდი და ვიყავი განწყობაზე,
იმიტომ რომ ავტობუსში შემთხვევით მოვისმინე მაშინდელი სიმღერა
და გამახსენდა რომ იყო დრო როცა მიყვარდი,
გუშინ ვიფიქრე რომ არაფერი შეცვლილა მას შემდეგ,
და მზად ვიყავი მეკითხა შენთვის: სად იყავი ამდენხანს?
მერე მთელი გზა, რომელიც გრძელდებოდა საათობით
ვოცნებობდი შენთან შემთხვევით შეხვედრაზე...
ამ დროს  სულ არ გამხსენებია, რომ ხანდახან ვწერ,
ვწერ შენზეც...
რომ გამხსენებოდა, შევქმნიდი შედევრს.
მაგრამ ყოველთვის ასეა როცა მოდის ის გენიალური მომენტი,
მავიწყდება რომ ვწერ,
მერე კი სულში ჩატოვებულ ნაკუწებს ვიწერ...
ასე იყო გუშინაც..
დღეს კი რეალისტი ვარ და ვიცი არასოდეს მყვარებიხარ,
რადგან შეუძლებელია გიყვარდეს ის, ვისაც არ იცნობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები