ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2018


ახლა ამინდებია

ისეთი ამინდია
ნოემბერს რომ უხდება,
წვიმს და ლოდინს ნაჩვევი
გული არ მიწუხდება...
ჩამონისლულ ბილიკებს
აღარ გავცქერ სარკმლიდან,
ის ტუსაღი აღარ ვარ
სიყვარულის საკნიდან.
ვიცი ახლა ეს ქარი
სველ თმას როგორ გიწეწავს,
თუმც ეჭვები აღარ მშლის
და არც მაჯებს მილეწავს.
ახლა ამინდებია
ნოემბერს რომ ჩვევია,
რა ვქნა შენზე გაფრენას
გული გადაჩვევია!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები