ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2018


ბოლომდე გსუნთქავ ...


  ჩვენს ბალიშს დიდი  სიყვარულის  ასდის სურნელი
  დაუვიწყარი სიყვარულის,
  ძლიერი  ვნების,
  და დილით, როცა სახლიდან  შორს  ხარ ,
  გულში ვიკრავ და  შენ ბალიშს ვყნოსავ...

  ღამით მთვრალია ჩემი გული,  ცეცხლით და ლტოლვით,
  ბოლომდე გსუნთქავ,
  და შენ არ ჰგავხარ არცერთ ჩემს სურვილს ,
  მანამდე განცდილს.
  არ  მავიწყდება,
  რომ ვიყავით ოდესღაც ერთად
  და  სიყვარული, ცოდვასავით, მუხლამდე მეწვის.

  ჩემი ფანჯრიდან უმისამართოდ ვუშვებდით ფრანებს
  და  ერთხელ , როცა სურვილებსაც ვატანდით,
  ღამით
  მობეზრებია  სიყვარულს  და მას  გაჰყოლია
  სხვა ფანჯარაში შეუსრუტავთ,
  ალბათ ჰგონია
  უფრო ლამაზი სიყვარულისთვის გაუჩენია
  ღმერთს და განგებას !

  (ნურაფერს მეტყვი, ისედაც ვიცი)
  რადგან მე ახლა ისევ ვყნოსავ იმ ბალიშს, მაგრამ
    მას შენი სუნის ნატამალიც არ შერჩენია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები