ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2018


***

ვიცი ვიარსებებ მანამ,
ვიცი ვიციმციმებ, ვიდრე
არ გამოელევა კალამს
მზე და "საჭორაო სივრცე..."
წერა საკუთარ თავს უდრის
და თუ ვერ შევძელი შეკვრა
ყველა მოცახცახე სიტყვის,
მაშინ დავფანტულვარ მეც და
ვეღარ მიპოვია ფიქრის
მყუდრო, დახურული ზეცა.
და ეს დასასრულის გრძნობა
მომკლავს დავსრულდები ვიდრე...
ჩემი ბედნიერი ტრფობა
სურვილს კალმის წვერზე იტევს!
ჰოდა ვიარსებებ მანამ,
ჰოდა ვიციმციმებ, ვიდრე
სული ფანტაზიას სალამს,
ვიდრე უნებართვოდ მისცემს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები