ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2018


დარჩი



დარჩი,
მანამდე შემიძლია ხელისგულებით
მეჭიროს მზე და ავიწიო თითის წვერებზე,
სანამ ოთახში სული უდგათ მწვანე სამყურებს
და ყოველ კარის დახურვაზე
თვალებს ხუჭავენ.
რომ დაგითვალონ არეული ნაფეხურები,
თუნდაც სუნთქვა და
მერე ჩუმად გამოგიზოგონ.
დარჩი,
მანამდე შემიძლია თითის წვერებზე
ვიდგე და ჩვენი მზე მეჭიროს ხელისგულებით,
მზე, რომელიც გამოვიგონეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები