| ავტორი: გილო ჟანრი: პროზა 26 ნოემბერი, 2018 |
• გამარჯობა ლამარა დეიდა, დედა ხომ არ ყოფილა მაღაზიაში? ამას ყოველთვის ეკითხებოდა ლუკა სკოლიდან დაბრუნებისას,მისალმების შემდეგ უბნის მარკეტის გამყიდიველს, ტკბილეულის ვიტრინის მიღმიდან სანახევროდ რომ მოუჩანდა ატმისფრად შეღებილი თმიანი თავი .პურის, კვერცხისა და ორი ქილა მაწვნისთვის მეცხრე სართულიდან ჩამოსვლა რომ არ დასჭირვებოდა დაღლილს, მხოლოდ ამ მიზნით აზუსტებდა ყოველთვის.შიმშილი თავისას შვრებოდა. ერთი სული ჰქონდა, მიესწრო მისვლა მანამ, სანამ დედა მძინარე დახვდებოდა ,თორემ სადილის მომზადება თავადვე მოუწევდა. გაღვიძებას აზრიც არ ჰქონდა. ერთი სიტყვით, თადარიგიანი ბიჭი იყო ლუკა ამ საკითხში. ლამარა დეიდამ მისალმებაზე ისე უპასუხა, თითქოს ჩაგუბებული სიმლაშის წვეთების გამოჩენას მოარიდა, გადმოხეთქვის პირას მისული თვალებიდან და ნესტოებიდან, ყვრიმალებიდან და სიტყვებიდან. დაზეპირებული პროდუქტი ჩაუწყო პოლიეთილენის ორ პარკში. მხოლოდ ერთი მაწვნის ქილა, ერთი პური და სამი კვერცხი ძალიან ეცოტავა ლუკას, იფიქრა, რომ ნისიის ლიმიტი იყო ამოწურული და ლამარა დეიდამ უკვე თავად განსაზღვრა, თუ რა და რამდენი უნდა გაეტანებინა სახლში. აღარაფერი უკითხავს. სადარბაზოსთან ყურზე ნიშანმიმაგრებულ ტობის მოუტეხა ყუის ნაწილი ,გადაუგდო და ლიფტის მოლოდინში სტადიონზე მოყაყანე ბავშებს გასძახა: - სამი გაკვეთილი მაქვს სასწავლი. მალე ჩამოვალ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა ლუკა სკოლაში. კლასის დამრიგებელი ახალი შეცვლილი იყო. პედაგოგის მოწესრიგებული ტონი ბავშვებს დისციპლინას აიძულებდა. ლუკას დაბრუნებამდე მოესწრო დანარჩენებისთვის მშობლების საკონტაქტო ნომრების გამორთმევა. ახლა ჯერი მისთვის პირველად ნანახ მოსწავლეზე მიდგა. -ლუკა, დედაშენის ნომერი მიკარნახე. დაზეპირებული ციფრები უხალისოდ გადმოძვრნენ მეხსიერებიდან და გაემართნენ უჩვეულო სიჩუმეში ჩასაფრებული ცნობისმოყვარეობისაკენ, რომელიც საქმიანი გამომეტყველების მქონე პედაგოგში მთავრდებოდა. ბელა მასწავლებელმა დააზუსტებინა კიდევ ერთხელ ნომერი ლუკას და გაკვეთილის ჩატარება დააპირა. - მაგ ნომერზე არ დარეკოთ! - გაისმა ლუკას ჩურჩული. - რატომ? - გაუკვირდა დამრიგებელს. - დედას ვერ დაუკავშირდებით. -ახლა არ ვურეკავ, ლუკა. დაჯექი და მოემზადე გაკვეთილისთვის. -არც ახლა და არც არასოდეს. -კი მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -დედას ვერ დაუკავშირდებით. -ვერასოდეს? -ვერასოდეს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მეტი მოსათხრობი არაფერი იყო,არ მივიჩნიე საჭიროდ ამ რეალური ამბის ,,შეკოხტავება" თხრობის თვალსაზრისით.
მეტი მოსათხრობი არაფერი იყო,არ მივიჩნიე საჭიროდ ამ რეალური ამბის ,,შეკოხტავება" თხრობის თვალსაზრისით.
3. საწყალი ლუკა. რა რთულია ამ ასაკში დედის დაკარგვა :( მითუმეტეს როცა მარტო არიან დედა-შვილი ( მამა არსად ჩანს მოთხრობაში )
თხრობით უკეთესადაც შეეძლო ავტორს
საწყალი ლუკა. რა რთულია ამ ასაკში დედის დაკარგვა :( მითუმეტეს როცა მარტო არიან დედა-შვილი ( მამა არსად ჩანს მოთხრობაში )
თხრობით უკეთესადაც შეეძლო ავტორს
2. როგორი მტკივნეულია, გიო . როგორი მტკივნეულია, გიო .
1. ძალიან იმოქმედა, დედის სიკვდილი ნებისმიერ ასაკშია უძნელესი :( ძალიან იმოქმედა, დედის სიკვდილი ნებისმიერ ასაკშია უძნელესი :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|