ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2019


სამკუთხა წერილი ლიკას

დედი, შენ მუდამ მეუბნები, რომ სიმშვიდეა,
რომ სანამ თვალი მიგიწვდება
მოსჩანს ზეცა, ლურჯად ნაფერი.
რომ არცა გცხელა,
არცა გცივა
და ყველაფერი
"საბაბაა" -
ანუ მაგარი!
კი, საბაბია: დედამ ღამე მშვიდად იძინოს,
არ დაიდარდოს,
არ გაიგოს რამე ამგვარი:
რომ ახლა ციდან,
თეთრი თოვლი კი არ ეშვება,
აშდოდში ანდა  ბერშევაში
ციდან ჭურვებს მოჰყავს ზამთარი.
..........
არ გინდა ახლა
მტკიცი და ფიცი...
მე ვიცი,
ვიცი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები