ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2018


ტირილი

ტირილი სხეულის ბუნებრივი რეაქციაა იმ ატმოსფეროზე, რომელშიც ადამიანი იმყოფება. ზედმეტად პოზიტიური და ზედმეტად ნეგატიური ატმოსფერო ავტომატურად იწვევს ჩვენს აცრემლებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტირილი არის ჩვენი ეგზისტენციალური კომპასი ემოციების სამყაროში.
ბოლო ტირილი ავტომატურად სიმპტომიცაა, რომელიც გეუბნება რომ ზედმეტად ენდე კომპასის ისარს, ბევრი იარე ჩრდილოეთისკენ და ახლა გადარჩენისთვის მეტი სითბო გჭირდება. ალეგორიის ხარისხი კი დავარდება, მაგრამ მაინც რო გავაგრძელოთ - ჩრდილოეთისკენ წასვლა უფრო ადვილია, ვიდრე იქიდან წამოსვლა (დიდ ტალღებიან ზღვაში შესვლა რომ უფრო ადვილია, ვიდრე ნაპირზე გამოსვლა, ეს შედარებაც შეიძლებოდა აქ, გემოვნების ამბავია).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები