ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2018


* * *


წვიმიანი დღეების ლექსიც წვიმისფერია
- ცოტა ცივი, უფერო, უგემური , უსუნო
და ისღა დამრჩენია ( სანამ "ცრემლს" უმღერია)
საკუთარ თავს სამზეო დღეთა რიგი ვუსურვო.
მალე გამოიდარებს მაგრამ აწი
ამ წვიმებს ( როგორც ზამთარს სჩვევია)
თოვლი ჩაენაცვლება,
თვალს შევავლებთ თეთრ მთებზე მონავერდე არწივებს,
დროს მოგვიკლავს მოგვრილი ბავშვური აღტაცება
მოცეკვავე ფიფქებით, გაყინული წვეთებით...
ვინ დათვალოს თუ რამდენ სითბოს  გავცემთ გულებით,
მე კი ასე მგონია  არასდროს დავბერდებით ჩვენი თოვლ -წვიმებით და მარტის თაიგულებით.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები