ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
30 ნოემბერი, 2018


საადი შირაზელი - ყაზალი

ჩემი ბოლო ამოსუნთქვა სიახლოვეს შენსას გრძნობდეს,
შენი ქუჩის მტვერად ვიქცე, რომ ის ქუჩა დარბაზობდეს!

მიწა გავხსნა გამთენია, ცას ავძახო: რამდენია,
რაც ცრემლებად დამდენია, არ დავკარგო არასოდეს.

რატომ დავწვდე ვაზის ასულს, ანგელოზის მოწვდილ სასმურს,
არც სამოთხის ღვინო არ მსურს, თუ ეგ მზერა არ მათრობდეს.

არ მოვყვები სიტყვებს მოთქმის, არც ედემის არც სამოთხის,
არც სიტურფეს მათი მოდგმის, თუნდ მზესავით დამნათოდეს.

მარადიულ სარეცელზე დავყო მეტი ათას წელზე,
სამარიდან ავდგე ზეზე, შენს ნაზსურნელს ვიგრძნობ ოდეს.

როცა ქალებს ტურფად რებულს, ვნახავ ორთავ სოფლის კრებულს,
შენი ტრფობით დამონებულს, გულს ვუბრძანებ, არ დაოკდეს.

ჰე, საადი, რაებს სჩადი! რისთვის ითმენ ათას ქადილს?!
გული იმად ადი-ჩადის, სიყვარულით უნდა მოკვდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები