| ავტორი: შირო ჟანრი: პროზა 1 დეკემბერი, 2018 |
ბალახს თიბავდა ელიაზარი. მძლავრად იქნევდა ცელს. მიმხმარე არავინ ჰყავდა, სულ მარტო მუშაობდა. ოფლის წვეთებით ჰქონდა დაცვარული მაღალი, მზით დამწვარი შუბლი. სოფლიდან ბავშვების ჟრიამული ისმოდა, სიმშვიდის სუნი იდგა ჰაერში. დაიღალა, ცელი მხარზე გაიდო და იქვე, კაკლის ჩრდილში ჩამოჯდა პატარა ქვაზე. სწორი, თლილი თითები საფეთქლებთან ჩამოშლილ კულულებში შეიცურა და უკან გადაიწია, საკინძე შეიხსნა და ცოტა ხანი ცელის ტარზე დაყრდნობილი გასცქეროდა მზით აფერადებულ მთებს. კეფა აუწვა ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ. უკანმიუხედავად გაიცინა, ფართო მკერდი აუდ-ჩაუდიოდა. -რას მემალები, გოგო. განა შეგჭამ. -არაფერიც. მამასთან მიმქონდა წყალი. ტუჩი აიბზუა თამთიკემ. კაბის ბოლო გაიქნია და შავი ნაწნავების რხევით გაუყვა გზას. - რა ხანია, მამაშენი სახლში წავიდა. მორჩა საქმეს - მართლა? - მართლა, მართლა. ჰოდა, ეგ ხელადა ჩემთან მოაცუნცულე და კარგი გოგო იქნები. გოგო ცოტათი შეფიქრიანდა. მერე ღობესთან მოდგა და წყალი გადმოაწოდა. - აჰა, დალიე. ერთ მოყუდებაზე ნახევრამდე ჩაიყვანა, მოსწყურებოდა დამაშვრალს. თვალებდახუჭულიც გრძნობდა, როგორ უყურებდა გოგო, როგორ ხარბად ნთქავდა მის ყველა ნაკვთს. ხელადა რომ გადააწოდა, ხელი დაუჭირა. - ნუ მიყურებ ასე - როგორ? - აი, ასე, კანი მეწვის. ჭინკები უხტოდნენ თვალებში, თამთიკემ ვეღარ გაუძლო და განზე გაიშვირა კოპწია ცხვირი. - როდის მოხვალ? - სად? - წყაროსთან. - რომ არ მოვიდე? ჩაუქრა ანაკვერჩხლებული თვალები, მოდუნდა თითქოს. - მოკვდება მაშინ შენი ელიაზარი. ერთხანს აწვალა შავი ნაწნავის ბოლო. ბოლოს ხელადას ხელი სტაცა და მხოლოდ ორი სიტყვა გადმოუგდო. - მწუხრზე დამელოდე. სულ ცოტაც და ორღობეში მიიმალა თამთიკეს ნატიფი ტანი. ელიაზარი ისევ ჩრდილს დაუბრუნდა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და ღრმად ჩაისუნთქა. თეთრი ბუმბული დაეცა შუბლზე, ჭყივილი გაიგო უცებ, ქორს მტრედი ჰყავდა ბრჭყალებში მოქცეული, პენტავდა და ჯიჯგნიდა. ელიაზარი წამოხტა, ქვა დაუმიზნა და ორივე ფრინველი ტრიალ-ტრიალით წამოვიდა ძირს. არცერთს არ დაჰყვა სული მიწამდე. სულ მთლად გადაფითრდა ბიჭი, თამთიკეს კისერს ჰგავდა მტრედის გადაგდებული ყელი.
*** მორევს ჩასჩერებოდა წყლისფერი, გაცრეცილი თვალებით. დანაოჭებული ტუჩები უხმოდ მოძრაობდნენ. ჩხირებივით წვრილი თითებით თავშლის ბოლოს ჩეჩავდა და აწვალებდა. ხმა არ ამოდიოდა მისი გამომშრალი ბაგეებიდან, გაცრეცილი კანი ჰქონდა, ნაოჭებისაგან წვრილად დაფშხალული და დაღარული. რაც უფრო მეტს უყურებდა წყალს, მით უფრო სწრაფად ამოძრავებდა თითებს. ბოლოს მთელი ტანით შეირხა, გახუნებული თავშლიდან ჩამოყრილი ჭაღარა კულულები აცეკვდნენ მის გამხდარ ზურგზე. ,,წყალო, დამიბრუნე ჩემი შვილი. ხომ დიდი ხანია, რაც წაიყვანე, რაც მე მყავდა, იმაზე მეტი შენ გყავს. წყალო, შვილი დამიბრუნე, უკვე გაგითბო გიჟმაჟი ზვირთები, შენი ვერცხლისფერი შვილებიც გამოკვება თავისი თვალებით. მისი თმები შენს ლოდებშია მიმოფანტული, მისი ძვლები კაშკაშებს ყოველღამე, როცა მთვარე მოგადგება. წყალო, დამიბრუნე ჩემი შვილი, ამდენი წელია, წაიყვანე, მომენატრა, მისი სუნი, მისი სინათლე მომენატრა, სად წაიყვანე ჩემი ბიჭი. სად წაიღე მისი გული. ეყოფა შენში ცურვა. დაიღლებოდა, რომელი მიწა დამალავს მის მკლავებს, შენი ტალღები ვერ დაიტევს მის სიცილს, წყალო, შვილი დამიბრუნე. ცხრამეტი წელია, მისი ლოგინი არ ამილაგებია. ცხრამეტი წელია, დრო გაიყინა. წყალო, შვილი დამიბრუნე, შენთვის კი არ გამიზრდია, ჩემთვის გავზარდე. ჩემი სიცოცხლე უნდა გაეთბო..." მაისა ყოველდღე დადიოდა მდინარესთან, ჩააჩერდებოდა მის შავ, მუქად მბრუნავ მორევს და ევედრებოდა შვილის დაბრუნებას. შვილის, რომელმაც ცხრამეტი წლის წინ გაშალა მხრები, ქარაფიდან ნაბიჯი გადადგა და უსასრულობაში გაფრინდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, წყალს უნდოდა დაევიწყებინა, თუ როგორ ჩაითრია ახალგაზრდა, ლამაზი ბიჭი. ღმერთია მოწმე, მან თავად გადაწყვიტა სიკვდილი, მორევი წუხდებოდა ამდენი მოთქმითა და ტირილით, ბღაოდა, ირგვლივ ყველაფერს ნთქავდა და ანგრევდა, თუმცა მაისა თვალის დაუხამხამებლად უყურებდა და ყოველდღე ევედრებოდა გამომშრალი თვალებითა და ტუჩებით შვილის დაბრუნებას. ეს აგიჟებდა წყალს და ყოველ წელს ართმევდა სოფელს მიწას, მიწას, რომელიც სასიცოცხლოდ იყო საჭირო. - დედა, გეყოფა, წავიდეთ სახლში. - მაცალე, ელიაზარ. შენს ძმას დამიბრუნებს მალე, დედის ცრემლები მძიმეა და მწარე, მათი ყლაპვა წყალსაც კი არ შეუძლია. - ადექი, დედა, გაცივდები. - სად არის შენი ძმა, ელიაზარ? სად? ვეღარ გაუძლო დედის ამღვრეულ თვალებს. ბალღივით აიყვანა ხელში, ჩიტივით მსუბუქი იყო დარდისგან დამდნარი ქალი. მთებზე მრუმე ნისლი წვებოდა, ღამდებოდა და მოეჩვენა, თითქოს უჩინარი, შავი ხელები მისწვდნენ და ყელში მოუჭირეს. შურდულივით მოსწყდა ადგილს. სახლში მიიყვანა, საბანი შემოუკეცა. გადაღლილ მაისას მალე ჩაეძინა. ელიაზარმა ნაკვერჩხალი გამოჩხრიკა, ცეცხლი გააღვივა, ქვაბი ჩამოკიდა საკიდელზე და წყალი ჩაასხა, ფხაჭუნი მოესმა გარედან, გაეღიმა და კარი გააღო. უზარმაზარი ნაგაზი უკანა ფეხებზე ჩაყუნცულიყო და ჭკვიანი, თაფლისფერი თვალებით შემოსცქეროდა. - ალმასა, ჰა, ალმასა. პურის ნატეხი გადაუგდო, ჰაერშივე დაიჭირა ძაღლმა. - იცოდე, სანამ არ მოვალ, დედას მიხედე. შენს იმედზე ვარ. ძაღლმა ბოხი ხმით ჩაიყეფა, თითქოს უთხრა, ჩემი იმედი გქონდესო. ელიაზარმა წითელი ჭიშკარი გაიხურა და წყაროსკენ აუყვა გზას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. აქ 5. ჩავუჯექი აქ 5. ჩავუჯექი
12. მშვენიერი დასაწყისია. ვნახოთ, მომდევნო თავები როგორი იქნება. მე ხუთს ვწერ +5 მშვენიერი დასაწყისია. ვნახოთ, მომდევნო თავები როგორი იქნება. მე ხუთს ვწერ +5
10. ტენდი
მადლობა შეფასებისთბის ♥ პატარაობას რაც შეეხება, ასაკი ხომ წლებით არ იზომება :) არც ვიცი, რა გიპასუხო. ალბათ, ეს სტილი ყველაზე ახლოსაა ჩემთან. ტენდი
მადლობა შეფასებისთბის ♥ პატარაობას რაც შეეხება, ასაკი ხომ წლებით არ იზომება :) არც ვიცი, რა გიპასუხო. ალბათ, ეს სტილი ყველაზე ახლოსაა ჩემთან.
9. ოი, ძალიან კარგია. :) ასე პატარა გოგომ (როგორც ფოტოზე გხედავ), ასე კლასიკურად როგორ დაწერე?! :)
სიმშვიდის სუნი მომეწონა ძალიან. :) ოი, ძალიან კარგია. :) ასე პატარა გოგომ (როგორც ფოტოზე გხედავ), ასე კლასიკურად როგორ დაწერე?! :)
სიმშვიდის სუნი მომეწონა ძალიან. :)
8. 5. მიხარია, რომ ის იმედი არ გამიცრუვდა, რაც წაკითხვამდე მონდა. ნამდვილად იმსახურებდა თავფურცელს <3 5. მიხარია, რომ ის იმედი არ გამიცრუვდა, რაც წაკითხვამდე მონდა. ნამდვილად იმსახურებდა თავფურცელს <3
7. რაც წავიკითხე, ძალიან კარგია. დრო რომ მექნება დანარჩენებსაც ინტერესით წავიკითხავ. აქ მხოლოდ ეს ფრაზა არ მომეწონა - "ძაღლმა ბოხი ხმით ჩაიყეფა". ასე მგონია, ბოხი ხმა ადამიანს ახასიათებს და ძაღლის ყეფას, არ უხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ? რაც წავიკითხე, ძალიან კარგია. დრო რომ მექნება დანარჩენებსაც ინტერესით წავიკითხავ. აქ მხოლოდ ეს ფრაზა არ მომეწონა - "ძაღლმა ბოხი ხმით ჩაიყეფა". ასე მგონია, ბოხი ხმა ადამიანს ახასიათებს და ძაღლის ყეფას, არ უხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
6. კარგია, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს ძალიან მოკლეა
რაც შეეხება, ქორის ქვით მოკვლას: ქორი როცა მტრედის დაჭერას ცდილობს, მტრედი კლანჭებიდან უსხლტება და ბრძოლაა ფაქტიურად ( მერე რა რომ დიდია ქორი მტრედზე ) საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე ხდება ეგ ამბავი და ქვითაც ადვილად მოკლავ თუ კარგი მსროლელი ხარ კარგია რომ ბატონმა ჰარირამამ მერე გაიფიქრა ის რაც გაიფიქრა :)
არაფერს არ უნდა შეცვლა ჩემი აზრით ნორმაშია ყველაფერი ზომა შეცვალეთ :) ( შემდეგ თავებში )
5 აქაც
კარგია, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს ძალიან მოკლეა
რაც შეეხება, ქორის ქვით მოკვლას: ქორი როცა მტრედის დაჭერას ცდილობს, მტრედი კლანჭებიდან უსხლტება და ბრძოლაა ფაქტიურად ( მერე რა რომ დიდია ქორი მტრედზე ) საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე ხდება ეგ ამბავი და ქვითაც ადვილად მოკლავ თუ კარგი მსროლელი ხარ კარგია რომ ბატონმა ჰარირამამ მერე გაიფიქრა ის რაც გაიფიქრა :)
არაფერს არ უნდა შეცვლა ჩემი აზრით ნორმაშია ყველაფერი ზომა შეცვალეთ :) ( შემდეგ თავებში )
5 აქაც
5. ჰარირამა, თიკუნა,, მიხეილ ჭიჭინაძე, მუხა
ძალიან დიდი მადლობა! აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნებს ♥ ჰარირამა, თიკუნა,, მიხეილ ჭიჭინაძე, მუხა
ძალიან დიდი მადლობა! აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნებს ♥
4. ძალიან კარგი დასაწყისია. მომეწონა! სანამ დადებ ნაწარმოებს ერთხელ კიდევ გადაიკითხე, თორემ
ჰარირამას მახვილ თვალს რამე გამორჩება?! (ქორის ამბავში მართალია) ძალიან კარგი დასაწყისია. მომეწონა! სანამ დადებ ნაწარმოებს ერთხელ კიდევ გადაიკითხე, თორემ
ჰარირამას მახვილ თვალს რამე გამორჩება?! (ქორის ამბავში მართალია)
2. 5 ქულა. კარგი დასაწყისია 5 ქულა. კარგი დასაწყისია
1. Dრღეს კარგ რამეებს ვკიტხულობ:) ერტადერტი რომ დავფიქრდი ქორის ქვით მოკლვა ცოტა გაზვადებული მომეცვენა, (ტუმცა მერე გავიფიქრე შატრზე ვარ მეტქი) კარგი იყო ველი გაგღზელებას. Dრღეს კარგ რამეებს ვკიტხულობ:) ერტადერტი რომ დავფიქრდი ქორის ქვით მოკლვა ცოტა გაზვადებული მომეცვენა, (ტუმცა მერე გავიფიქრე შატრზე ვარ მეტქი) კარგი იყო ველი გაგღზელებას.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|