ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2018


მძღოლური ირემზედ ნატირალი

ნინო დარბაისელი

მძღოლური ირემზედ  ნატირალი
- - - -

წუხელ ირემი შემომაკვდა.
ბნელოდა, სოფლის გზაზე მივდიოდი,
თითქოს ფარებიც კარგი მაქვს და
მოდუნებული ვიყავ როდი.

გზისპირ ხეებიდან გამოვარდა,
მე შევშინდი და დავიბენი.
გულმკვდარი ამის გამო ვარ და
დარდისაც ამად ვიამბენი,
დაიბნა, ვეღარ ნახა გასარბენი.

ამბობენ, შენი ბრალი არ არისო,
გადაუხვევდი და დაიმტვრეოდიო,
არაფერი მომხდარა სამაგისო,
არც ირმის ყოფაა მარადიო.

- მკვლელი ვარ! შევუერთდი  უკვე მეც ვის?
განკითხვის აღარა მაქვს მეტი ნება...
- ვამბობ და სიმწრით ძუძუ მეწვის,
ვამბობ და ცრემლი მედინება.

იმ გზაზე როგორ-ღა გავიარო,
შემბოჭავს ამ ბედის მონაბოდი,
არადა, გზა არის საზიარო,
შინისკენ მოკლეზე გამოვრბოდი...

მკვლელი ვარ!
ირემი  გავიტანე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები