ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2018


ერთგულებამ უნდა გადაგვარჩინოს



გულმხურვალე მამულიშვილმა საჩინო ბარათაშვილმა მეფისა და ქვეყნის მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი გელიყარის კლდიდან გადაჩეხა.


ყველა ქალი თამარ მეფე ვერ იქნება,
ყველა კაცი ვერ იქნება დავითი,
მაგრამ ჩვენში მოღალატე იმდენია,
სათითაოდ თითებზეც ვერ დავითვლით.

თუმც გვჭარბობენ ერთგულთ მოღალატეები,
კვლავ ბევრი გვყავს ქართველობას საჩინო.
ერთგულება არის ქვეყნად მთავარი და
ერთგულებამ უნდა გადაგვარჩინოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები