ნაწარმოებები



ავტორი: მათემარიტა
ჟანრი: პროზა
6 დეკემბერი, 2018


ძალზედ შორს ედემის ბაღია

  უნებურად ჩავიძირე სევდის მორევში. გონებამ გაიხსენა განვლილ ცხოვრებაში ამაოდ დახარჯული სიტყვები და ძალზედ უმწეოდ მაგრძნობინა თავი. არ ვიცი რატომ დავიწყე პირველივე ფურცელი ამ სიტყვებით, მაგრამ ახლა როდესაც ფიქრებს ვანებივრებ , ახლა როდესაც გრძნობებ წართმეული სარკეში ვიხედები მხოლოდ ერთს ვხედავ… იმედგაცრუებული ვუმზერ ჩემს უსუსურ თვალებს, რომლებიც აღარაფრისკენ მიილტვიან.
        მეც  თქვენსავით ყავისფერი თვალები მაქვს ოდნავ განსხვავებული თითქოს ხავსისფერიც… არ დაიჯეროთ !
        მეც თქვენსავით წითელი ტუჩები მაქვს . სასაცილოა ღიმილის დროს ჩემს თეთრ ლოყასთან ნაჩხვლეტი გამოიჩენს ხოლმე თავს… არ დაიჯეროთ!
        ახლა ამ წამს ჩემს ავადმყოფურად გრძელ თითებს ვეთამაშები, რომლებიც სიცივისგან გათოშილან და ნერვიულობისგან ახლად განსვენებულის ხელებს უფრო ჰგავს…

გთხოვთ არც ეს დაიჯეროთ.
   
      თბილისში ბევრი ჩემნაირი გოგო მინახავს თაფლისფერი მომწვანო თვალებით, მათაც ჩემსავით წითელი ზამთრის სიცივისგან დამსკდარი ტუჩები აქვთ  მათი ხელებიც შესაშურად ლამაზია როგორი ავადმყოფურიც არ უნდა იყოს .  ლოყასთან ნაჩხვლეტიც ბევრს აქვს მომნუსხველი სილამაზის ეფექტს , რომ ამჩნევს ახალგაზრდა ქალბატონს.
    თუმცა სარკეში საკუთარ თავებს უმზერენ როგორც მშვენიერი მომავლის ქალბატონებს … კეკლუცად იხატავენ იაფასიანი ლაინერით ამ მშვენიერ თვალებს , წითელ ტუჩზეც ძალიან სქლად წაისვამენ არაბუნებრივ ტუჩსაცხს, ფრჩხილებს რომელიმე იაფასიანი ფერით შეიღებავენ , ლოყაზე უნებურად ძალიან ბევრი ტონალურით დამალავენ მომნუსხველი სილამაზის მიმნიჭებელ ნაჩხვლეტს და ახლა უკვე ამბიციური მზერით სარკეში თავიაანთი თაფლისფერი მომწვანო თვალებით ჩაიხედავენ თითქოს უკეთესობისკენ შეცვლილიყვნენ …
      არ დაიჯეროთ არც ერთი წამით ! ჩემი თვალები სარკეში მხოლოდ იმედგაცრუებას ხედავენ მე არც იმ გოგოებს ვგავარ თავმომწონენი რომ არიან და არც სურვილი მაქვს მათი მსგავსების . მხოლოდ ერთი რამ მადარდებს ჩემი სიცოცხლის მანძილზე : როგორ დავემსგავსო სხვებს ? ან თუ დავემსგავსები ქალბატონებს რომლებიც სხვებისთვის იპრანჭებიან და ფიზიკური მდგომარეობით ყოველ სარკეში ჩახედვაზე ამაღლდებიან მოსაწონია? ან იმ ქალებს როგორ მივბაძო უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახებს რომ მისტირიან. რა არის ასეთი განსაკუთრებული მათში? რატომ გადავიქეცით ბრბოდ? რატომ არ შეგვიძლია ფიზიკური სილამაზე თვალები, ტუჩი , ხელები და მთლიანად სხეული ბუნებრივი დავტოვოთ და ამის ნაცვლად სული მოვრთოთ ფერადი ყვავილებით?
მკითხველო ! ბოლოს მხოლოდ ერთის თქმა მინდა  :
იმ დღეს როდესაც თქვენს სასტიკ სულებში სისპეტაკის მკრთალ ნიშნებს გაეკიდებით თქვენ დაემონებით იძულებით ჭეშმარიტებას .


იმ დღეს როდესაც გადაწყვეტთ იძულებით იცუროთ მდინარეში უბრალო ნავით თქვენ ვერ მიაღწევთ ედემის ბაღამდე .

და მაინც თქვენ ვერასდროს იპოვით ჭეშმარიტ ცხოვრებას რადგან სულის პატარა კუნჭულში დიდი ბოროტება გაზარდეთ მთელს სხეულს მოდეთ და სულ რომ ახლიდან ააწყოთ ტიტანიკი ან თუნდაც უკანასკნელი ძვირადღირებული მანტია გაიხადოთ მახინჯი სხეულებიდან ღმერთი არ დაუშვებს მეც და თქვენც ერთად ვიცუროთ მდინარეში რომელიც ედემის ბაღისკენ მიგვატივტივებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები