- დაიტოვეთ, დაიტოვეთ! - გავძახე. - მომანიჭეთ სიამოვნება! იქ რამდენიმე წვრილმანია, შეიძლება ითქვას, ყველაფერი, რაც კი გამაჩნია. Кнут Га́мсун
ის აღარც ქარებს მოჰყოლია,წვიმებს არ ჩამოურეცხავს და არც მზის მლაშე სხივი უტარებია ჯიბით.ჯიბით რაც ატარა,ბარათი იყო და წერილები,უმისამართოდ რომ დაკარგავ ამდენად ძვირფასს. დაღმართის ძირას სახლი ედგა,კიბით-აივნით.,ჟანგიანი ჭიშკრით,ბოცელ-ბოსტანით,ატმის ხეებით,გაიივნისებულს უნაყოფობას რომ არ დარდობდა.ცხენი ყავდა,ერთი ულაყი,დააბამდა ეზოში,ყვავილებისგან მოშორებით,ისეც კი იყო,გადამხტარა მეზობელთან და ერთიანად გაუნადგურებია ხილ-მოსავალი. შეუჩივლიათ,-რას შვრები კაცო,შენსას მიხედე,რომ აგვაოხრა,ისე ნუ იზამ არც ცხენი იყოს,არც უნაგირი. ერთი კრინტი საპასუხოდ არ დასცდებოდა.განა იმიტომ,რომ ეშინოდა?ალბათ იცოდა,ხვალ რომ ეს ცხენი,იმ მეზობლის ტვირთებს დაუდგებობდა წელგაწყვეტამდე.-რა უნდა ვუთხრა,-იტყოდა გულში,-რომ მეზობელი ამდენს ვერ ხვდება,ცხენი ცხენია,რას გაუგებ,ცხოველს-დამშეულს.მან არც კი იცის,ჩემი ხელით მოვლილია თითო ყვავილი. ჩია იყო,თითისტოლა,თეთრი წვერით.ხელებზ სურგსუკან ამოიდებდა წისქვილისაკენ მიმავალი,კვირაობით.განა საფქვავად?განა რაიმე მიჰქონდა იქით?უყვარდა წისქვილის ხმა და სუნი,მოხუცი ქალების თეთრი ხელების ყურება და შვილიშვილების ლოდინი გაღმა მხარეს,კუჭამომწვარნი ზამთრის მსახლს რომ ატრიალებენ ხელისგულებში.
ხუთი კოლომეტრი უნდა გაევლო, ყოველ დილით, სახლიდან სკოლამდე,მასწავლებლის ტვირთი ირგუნა სიყმაწვილეში. ერთი გლობუსი ამოეჩარა და მიდიოდა.ლიანდაგზე შეჩერდებოდა აქითობისას,ყოველი მგზავრის ფიქრზე ფიქრობდა,დაშვებულ ფარდებზე,ბორბლის ჭრიალზე,იდგა და ტკიოდა გაუქმებული ლიანდაგები.
არც არავის ელოდა სახლში,მომსვლელებიც დიდი ხნის წინ წავიდნენ.მარტო ცხოვრობდა,მისი სტუმარი ჩიტი იყო,თავის ეზოში რომ დაფრინდებოდა.~მის ჭიშკართან ბევრი დამჯდარა,ცივი წყალიც მისი ჭიდან დაულევიათ,მაგრამ ცხოვრება,არც არავის არ გაუგია.მხოლოდ ის იყო,რასაც ხედავდნენ.მოხუცი მასწავლებელი ან გლობუსის დამტარებელი.არც კი იცოდნენ,მისი ამბები.რომ მაგალითად,ყოველ ღამე სხვის საფლავებს უვლის,სტუმრობს და ტირის,ხელაპყრობილი რომ ღრიალებს.არის ასე,მშვიდი და დაღლილი,მკაცრი და უთქმელი.
საქანელა დაუდგამს ამ გაზაფხულს შუა ეზოში,წამომჯდარა და იღიმის,ფეხშიშველია,მოხუცი ბავშვი.იმ საღამოს მე ვესტუმრე ღვინით,თუთუნით.ჯერ სახლისკენ შემიპატიჟა,მე ვიუარე.კარგი მაშინ,მანდარინების ჩრდილში დავსხდეთო,ერთი ფოთოლი ვერ ვიპოვე დამჭნარ-დაცლილი,თითქოს ესაა,ქალი იყო ამ ეზოში და ყველაფერი მიასუფთავა.ქვაზე ჩამოჯდა,ღვინო და თუთუნზე მადლობაო,ღვინო გადადო და გააბოლა.-რატომ ხარ მარტო,ნუ თუ ქვეყნად არავინ დაგრჩა-ვითავხედე მოურიდებლად,მაგრამ რაღა მოურიდებლად,თავხედობა ხომ თავისთავად მოურიდებლობაა,უხეში.ვკითხე,რადგან მარტოობა არ ემჩნეოდა.არც თვალებში,არც ხელებში,ალბათ არც გულში.-არ არსებობს ეს მარტოობა,-მან მიპასუხა,-იგრძენი ირგვლივ ყველაფერი,წარმოუდგენელია შენ იყო მარტო,ხოლო ბუნებით მარტოობაზე შენც კარგად იცი,ადამიანი განწირულია მარტოობისთვის.
-ერთ კვირაში მარიამობაა,მარაშნას რომ ვეძახით,ფიჩხს მე მოვაგროვებ,ჩემს ჭიშკართან ჩამოვჯდეთ,ცეცხლი დავანთოთ და შენი ღვინო ვაგემოთ სხეულს,მოვასვენოთ ხორცი და ძვალი,სული კი ღობეზე გადავკიდოთ,ქარი გაქარავს.
არც ერთი ჭიქა ღვინო არ წაქცეულა მის ჭიშართან,არც კოცონი ყოფილა და არც საუბრები. იმ საღამოსვე მოკვდა.კოცონივით აინთო და ჩაქრა.მის ოთახში წერილი ვნახე,ორიოდ სიტყვით:
"ის ქალი გიცდის,ბიჭო ის ქალი,შენ რომ უყვარდი"
მისი ულაყი ჩემს ეზოში გადმოვიყვანე და საქანელა იმ დღის მერე არც გარხეულა.
არც ნაწვიმარ ლიანდაგებზე მდგარა ვინმე, აღარც წისქვილი, აღარც ეზო, ჩიტიც კი არა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ეს არ მქონდა წაკითხული. ძალიან კარგია. 5
ეს არ მქონდა წაკითხული. ძალიან კარგია. 5
8. ერტ ჩანახატში გაშლილი ადამიანის მრავალფეროვანი ბუნება, თან ისე რომ ყოველ სიტყვას გრძნობ:) ძალიან კარგია)
ერტ ჩანახატში გაშლილი ადამიანის მრავალფეროვანი ბუნება, თან ისე რომ ყოველ სიტყვას გრძნობ:) ძალიან კარგია)
7. ლამაზი სურათია,მომეწონა ლამაზი სურათია,მომეწონა
6. "ცეცხლი დავანთოთ და შენი ღვინო ვაგემოთ სხეულს,მოვასვენოთ ხორცი და ძვალი,სული კი ღობეზე გადავკიდოთ,ქარი გაქარავს." გაქარვაში-დაღლილი ადამიანის, სულისგან დროებითი გათავისუფლება წარმოვიდგინე. რომ მიაფენ გასანიავებლად და დროებით ამოისუნთქავ მისგან. ალბათ, გულისყურით ვერ წავიკითხე, მომიტევეთ, დათო.:) "ცეცხლი დავანთოთ და შენი ღვინო ვაგემოთ სხეულს,მოვასვენოთ ხორცი და ძვალი,სული კი ღობეზე გადავკიდოთ,ქარი გაქარავს." გაქარვაში-დაღლილი ადამიანის, სულისგან დროებითი გათავისუფლება წარმოვიდგინე. რომ მიაფენ გასანიავებლად და დროებით ამოისუნთქავ მისგან. ალბათ, გულისყურით ვერ წავიკითხე, მომიტევეთ, დათო.:)
5. “გადადებაში” არ ვიცი რა იგულისმე, ანა, მე სიკვდილი. ისედაც სჩანს.
“გადადებაში” არ ვიცი რა იგულისმე, ანა, მე სიკვდილი. ისედაც სჩანს.
4. სხვა არ ვიცი, მაგრამ წლები გადის ისე, რომ დიდწილად დანამდვილებით არ ვიცი ხოლმე რა გამაჩნია ან რა გამაჩნდა. მითუფრო არ ვიცი უმეტესობის მნიშვნელობის "ზომები":) არადა მიფიქრია ამაზე. ჰო, კიდევ რა. სულის "გაქარვის" გადადება წინდაუხედავი ნაბიჯია. წარმატებებს გისურვებთ! სხვა არ ვიცი, მაგრამ წლები გადის ისე, რომ დიდწილად დანამდვილებით არ ვიცი ხოლმე რა გამაჩნია ან რა გამაჩნდა. მითუფრო არ ვიცი უმეტესობის მნიშვნელობის "ზომები":) არადა მიფიქრია ამაზე. ჰო, კიდევ რა. სულის "გაქარვის" გადადება წინდაუხედავი ნაბიჯია. წარმატებებს გისურვებთ!
3. რაღაც მეცნო იდო ადრეც მგონი რაღაც მეცნო იდო ადრეც მგონი
2. მახარებს ძალიან,მუხა. მახარებს ძალიან,მუხა.
1. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|