ნაწარმოებები



ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2019


რაც არ გესმის...

პირველი თავი

სოფელსა შინა თურმე ყოფილა ერთი ასული,
მოტრფიალე ვაჟკაცთ გმირული საქმისა!
სოფელსა შინა თურმე ყოფილა ერთი ვაჟი,
მოტრფიალე მანდილ ქალისა!
არც სოფელი იყო დიდი და
არც სოფელში ხალხი ცოტა.
არც თანაბარი მათი ხმოსნობა,
სხვისი ლხინ-ჭირისა.
იყო სიშიშვლე სხვათა კარავთა!
და ვის ებადა სიტყვა მართალი
ან ბჭობა სიტყვის ძვირისა?
არ იყო იმ სოფელში აზდაკი,
არც მომჩივანი იყო მართალი.
"ენა უძვლოაო" ვინ თქვა არ ვიცი,
თუმც უთქვამს მას ეს ყოველივე იგივე ენით!

ის ვაჟი და ქალი სხვისი, ერთ ღამით შეყრილანპიტალოს. უთქვამთ ერთურთისთვის სიყვარული უმისამართო, ცის იქით დასამალავი!~
იმ ღამით ცა დაიწია, ჯვარი დასწერა დდა ედემის მიღმა, წალკოტს გააყოლა სამოგზაუროდ!
სოფელმა იყუჩა.
სულშეკრულთა ლოდინი იყო მტანჯველი...
ასინეთების ყურთა ცვენა იყო ერთ კართან.
ალიონმა მოიწია, ნამიანია ფეხქვეშ თიხა, კაცთა მოდგმის გამომძერწავი... არ დუმს მდინარეები, ძარღვთა შიგნით მდინარენი. გალობენ იადონები, ხმით უფლისა და უცქერენ მაღლიდან სოფელს თვალით მოციქულთა...
საბაღნაროში დილა შემართულა როგორც ჩახმახი, მაგრამ ჯერ არ ელის ხმას მეისას. წიწკვ ალვებს შეუმოსავთ სოფელი ნაშამქორალ-ნადიდგორალი.
ველზედ დიდგორის ცრემლი გამშრალა ციდან მდინარი, რაც დიდსოფლის ნაყორალია უთუოდ.
სინათლე მათ კარავსაც დაეცა მოწყვეტით, ციდან ვარსკვლავივით. არაფერი იყო ისე ლამაზი საცქერლად როგორც ის ორი, სისხამ დილით კელიის წამოსართავად, რომ გამოსულან. ქალი კალთით ხანვს ეზოს ნაომარს, კაცი კი მუხლებს დრეკს მის წინაშე ბალავრის სართავად!
შეჰხარიან უქონლობას, იმედით ნასამოსელს და მეზობლის ბოსელში დაკიდულ ტომრებს ითვლიან, ნაქურდალსა. რაშც ელაგა სამოსელი პირველი და საშემოძარცვო ბოლო.
და დაითვალეს ის რაც თვალს არ გამოპარვია, ხოლო თვალს მიღმა დარჩენილი ტომრები ვერ დაინომრა.
სხვისი ეზოს ნაკელიც კი უსუნო...
შრომობს ვაჟი და ქალი. წმენდენ და ხეხავენ სხვის კელიაში ყოველ ნივთს...
ამგვარად მზეს მთვარე ცვლის და პირიქით. ნდობა დაკარგლებს ადამიანთა მეგობრობისა არა სჯერათ. ყველგან ანგარებით შეპყრობილებს ეყრებოდნენ. ერთი ასმაგად უნდა გადაეხადათ და უნაგრაოდ. თავად არაფერს თაკილობდნენ. არც სახელმწიფოს მიერ კანონთა კრებულის უკანონობაზე საუბრობდნენ ხმამაღლა. მხოლოდ ერთმანეთში გათქვამდნენ ჭარბად დაგროვილ უკმაყოფილებას და ერთუერთს ცრემლებს წმენდნენ.
ამ გაუსაძლისში მყოფებს არაერთი სამსახური გამოეცვალათ. უკიდურესობამდე ითმნდნენ თანამემაულეთა მაკნინებელ და ღირსების შემლახველ ქმედებებს.
დღში თორმეტი საათი დამქანცველი მუშობა მხოლოდ მათი ხვედრი ტოდი იყო. მათ ხარჯზე, სხვანი მდიდრდებოდნენ. მათ ხასრჯზე სამუშაო პლაცდარმი იაფი მუშა-ხელის ნაცვლად მონა-ხელად იქცა.

ნაცრისფერ დილას მხოლოდ მზის ამოსვლა შველოდა, იმის მაუწყებლად, რომ სიცოცხლე მაინც რამედ ღირს, ეს ღირებულება მხოლოდ შვილია ან შვილები.
იყო და არა იყო თუ რა დღე ერთი ფინჯანი უშაქრო ჩაით იწყებოდა. ხმელი პური, მასში ჩამბალი, მეტად სასიამოვნო იყო. შემდეგ დანაზოგ გზის ფულს ერთმანეთს უნაწილებდნენ და ასე ნახევრად მშიერნი, მაგრამ მეტად სუფთბი და ღირსებით ამაყნი მიიხურავდნენ ზურგს უკან კარს.
ერთი, თავის სახელოვნებო საქმის კეთებით შოულობდა სარჩო-საბადებელს, მეორე კი იძულებითი შრომით (აქ არა პროფესიულით).
ამჯერად მის მეუღლეზე მსურს საუბარი და ქალზე, რომლის მანდილის ფეხქვეშ გათლვას არავინ ერიდებოდა.
ლამაზი, მრგავლი პირის სახის მქონე, უბადლო სხეულის მტარებელ და მტკიცე ხასიათის მფლობელი, ახალგაზრდა, ოცდაათ წლამდე გოგონა ზურგს უკან დახურულ კარს, დილით შვიდ საათზე, თვალს შეავლებდა და მარად მწვანე ველს პირჯვრის გარდასახვით ტოვებდა. ხურჯინსაც თან დაატარებდა, რომელიც სავსე იყო: სევდით, დარდით, უხვად წყენით და ცოტა ოცნებებით. თვალთ ოდნავ უპეებ ჩამობერილს, მხოლოდ ის ანუგეშებდა, რომ მეუღლე გვერდით ჰყავდა. არ იყო მარტოხელა და იმედით, ცოტაოდენი იმედით ამაყობდა. თუმც სიამაყეს ის არ შეუცვილა და არ სხვა მარტოხელებს ივიწყებდა. მის გასამრჯელოს მუდამ უწილადებდა მართალთ.
ჩაფიტრებულს, ნახევრად მთვლემარეს, მეტად გრძელი გზა უნდა გაევლო სამსახურამდე. ერთ საათზე მეტი სჭირდებოდა მგზავრობას და ამ დროში თვალის მოტყუებასა ასწრებად. ავტობუსში სკამის დაუფლება სპორტს ჰგავდა, თუნდაც თამაშს რომელსაც ბავშვებთან ერთად პოლიტიკოსებიც თამაშობენ, მხოლოდ უფროსები ამ თამაშს უფრო მძაფრად განიცდიან დაუფლებამდე და დაუფლების შედმდეგ დაკარგვის შიშით.
დღეს გაუმართლა ნინოს. მასზე მეტად უფროსმა დაუთმო სკამი და თავისუფალი ადგილიც უდრტვინველად დაიკავა. ჩოჩქოლმა თვალები აახელინა. რულით დანამული თვალები მოიჭყლიტა და თავი უკან მიაბრუნა.
მამაკაცი ხელკეტით ვიღაც ახალგაზრდას თავზე წამოსდგომოდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. არც ცამეტი-თოთხმეტიოდე წლის ყმაწვილი აკლებდა მას და "სათანადოდ" ილანძღებოდა მისი მისამართით. ევროპულ, გრილ ავტობუსში მალე ძლიერ დაცხა. ჩოჩქოლს გაწევ-გამოწევაც მოჰყვა და ყმაწვილზე ორჯერ უფროსი მამაკაცის მისამართით სხვებმაც არ დაიშურეს სალანძღავი სიტყვები. სავარაუდოდ ჩხმაურის მიზეზი სკამი გახდა.
- ბატონო დაბრძანდით, გთხოვთ! - ნაზი და თბილი ხმით მიმართა ნინომ.
- მადლობა! გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა, ამდენ უმადურს შორის. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ხელჯოხიანმა და სპილენძისფერ წვერ-თმა-ულვაშიანმა.
- არაფრის! - კვლავ თავმდაბლობის ჟღერადობით, დაბალი ტონალობით უთხრა ხელჯოხიან, პალტო ჩამოკიდებული და ყელზე კაშნე შემოხვეულ, მისი მისამართით უხეშად მომზირალ, მამაკაცს.
ზედა ძელს მოჰკიდა ხელი ხელი. ავტობუსში სივიწროვე იყო. წუხდა გოგო, წუხდნენ სხვები, თუმცა სუნთქვითი ვარჯიშები გამოსდიოდათ იძულებით. დროებით ყველა ფეხზე მდგომი იოგი იყო. მონოტონური სუნთქვით დაღლილები რიგ-ეიგობით ჩადიოდნენ ავტობუსიდან. ცარიელი ადგილები კი სხვა ნაკადით ივსებოდა. მორიგი ასეთი გაჩერების შემდეგ ნინოს ზურგს უკან, ზურგით ახალგაზრდა, დაახლოებით ოციოდე წლის ბიჭი დადგა. ნინოს სიმაღლისა იყო. უხერხულობის გამო ბოდიში მოუხადა ნინოს. მათი სხეულები ერთმანეთს მჭიდროდ ეკვროდნენ. გოგო ცდილობდა, როგორმე თავი დაეღწია ამ სივიწროვისგან, მაგრამ ამაოდ.
დასანანია სიმარტოვეში გოგო, რომელიც მრავალთა შორის ყველასგან მიტოვებულს უწევს გაუმკლავდეს გზის სიგრძესთან ერთად, გრძელი და მისდამი დაუფარავ ლტოლვას, რომელსაც ფარული განზრახვით სჩადის ოციოდე წლის ბიჭი და ამით ქალის გათელილ პატივმოყვარეობას არაფრად აგდებს.
დგას გოგო ხელჯოხიანი მამაკაცის წინ...
რომელსა ხუთი წუთია რაც დაუთმო ადგილი სა სწუხს... მორიდებულია საკუთარ ფიქრებთან სა არ უშვებს წამით, რომ ადგილის დათმობით სინანულს განიცდის. ფიქრობს მხოლო ერთზე, "მალე ჩემი გაჩერებაც იქნება და ჩავალ" მანამდე უწევს საკუთარი სხეულის მრავალმნიშვნელოვნად მოძრაობა, რათა აირიდოს ჭყლეტისას ვაჟთაგან, არც თუ ისე ხშირი, უჩვეულო ქმედებები.
ავტობუსი გაჩერდა. ჩასვლისას ვაჟმა კიდევ ერთხელ მოუბოდიშა ნინოს.
"გამატარეთ!" ჩუმი ხმით ითხოვს ნინო და კარისკენ მოკლე ნაბიჯებით მიიკვლევს გზას. ჩასვლისას, ვაჟმა კვლავ მოუხადა ბოდიში მას და თვალიც ჩაუკრა.

ნინომ ერთმნიშვნელოვნად ესროლა მზერა, რომელიც ორ სიტყვას ასახავდა "წადი შენი!..."
გათავისუფლდა რა შევიწროვებისგან, ცოდვის ყუთს წამით გახედა და ზებრაზე სწრაფი ნაბიჯებით გადაიარა.

(გაგრძელება იქნება)

გიგო რიონელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები