ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2018


სიყვარულშია ბედნიერება

ისევ წრფელ გრძნობას ვუწერ სტრიქონებს.
თვალს სიხარულის ცრემლი ერევა.
მის ჩრდილქვეშ ყოფნა მუდამ გინდოდეს,
სიყვარულშია ბედნიერება.

ისევ წრფელ გრძნობას ვუმღერ სიმღერებს,
ერთ სიცოცხლედ ღირს ქალის ფერება.
გული ზღვასავით ვიდრე იღელვებს,
სიყვარულშია ბედნიერება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები