ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2018


ფშავის მონატრება

მომენატრა ვაჟას სახლ-მუზეუმი და
ცეკვასავით ჩახვეული ჩარგლის მთები!
მომავალში კიდევ ერთხელ თუ არ ვნახე,
უეჭველად! - უეჭველად გავგიჟდები!

მენატრება გემო ჟიპიტაურის და
სიმღერებით გაბრუება ფშაველ დების!
ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ თუ შევიგრძნობ,
არ ვინაღვლებ, თუ ოდესმე დავბერდები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები